ქალაქი თბილისი , კრწანისის შესახვევი N17 ; ქალაქი თბილისი , კრწანისის შესახვევი N17 ; ქალაქი თბილისი , შესახვევი კრწანისი , N 17(ნაკვ.12/59) ; ქალაქი თბილისი , შესახვევი კრწანისი , N 17(ნაკვ.12/60) ; ქალაქი თბილისი , შესახვევი კრწანისი , N 17(ნაკვ.12/61)
Decision
- Decision number
- 7143554
- Decision date
- 23 July 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვახტანგ არჩვაძე
- Developer (company ID)
- 404557127
Parcel
- Cadastral code
- 01.18.06.012.148
- Owner
- შპს "გრანდე ჯგუფი" (404557127)
- Area
- 4,680 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.18.06.012.148Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11048191
- Status
- Approved
- Registered
- 17 July 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 July 2024Decision7143554 - Granted
- 23 July 2024City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6807676 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 17 ივლისს №AR11048191 განცხადებით მომართა ვახტანგ არჩვაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6807676 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6807676 ბრძანებით, №01.18.06.012.148 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №6828334 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2026 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6807676 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებლის განმარტებით ბრძანებაში არასწორად არის დაფიქსირებული კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი, შესაბამისად სურს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება და საპროექტო შენობის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობად (კ2) 10261.56 კვ.მ-ის ნაცვლად 9154.15 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა შეცვლილი კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი შეადარა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ 2023 წლის 15 დეკემბრის №6807676 ბრძანებაში დაფიქსირებულ საპროექტო შენობის კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში არასწორად იყო ჩათვლილი საპროექტო შენობა-ნაგებობის -1 სართულის (-3.30 ნიშნულზე) იატაკის ზედაპირის 1107.41 კვ.მ. ფართობი. შესაბამისად, შესაძლებელია ბრძანებაში 10261.56 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს - 9154.15 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6807676 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6807676 ბრძანებაში და “კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში)” გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კ2=9154.15/4680=2.0 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6807676 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 15 დეკემბრის №6807676 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 17 July 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- -3,3 გეგმა და ჭრილი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal