ქალაქი თბილისი , კოსმონავტების სანაპირო N91
Decision
- Decision number
- 7188722
- Decision date
- 21 August 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ჯანიაშვილი
- Developer (company ID)
- 404565430
Parcel
- Cadastral code
- 01.13.04.017.096
- Owner
- ამხანაგობა "გეომერიდიანი"
- Area
- 5,540 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.04.017.096Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11049374
- Status
- Approved
- Registered
- 24 July 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 4
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 21 August 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 24 ივლისს №AR11049374 განცხადებით მომართა გიორგი ჯანიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებით, შეთანხმდა №01.13.04.017.096 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების III და IV ბლოკების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი (განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული) და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 8 იანვრიდან 2025 წლის 8 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 28 თებერვლის №6910663 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა გამორჩენილი კიბის უჯრედის და სადარბაზოს 1729.7 კვ.მ. ფართობი. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 17143.96 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად - 11249.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 2170.7 კვ.მ. აგრეთვე, შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 7 თებერვლის №AR11013750 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და III და IV ბლოკების ღია ავტოსადგომების ფართობის 585 კვ.მ-ის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირებას. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია -6.00 და -3.00 ნიშნულების გეგმები, რომლებზე მონიშნულია III და IV ბლოკებისთვის განკუთვნილი ღია ვტოსადგომები. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ შეთანხმებულ -6.00 და -3.00 ნიშნულების გეგმებზე მდებარეობს III და IV ბლოკებისთვის განკუთვნილი 39 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 585 კვ.მ-ს. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი -6.00 და -3.00 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ III და IV ბლოკებისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომების მონიშვნა და ზომების მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს III და IV ბლოკებისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომების ფართობი 585 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანებით შეთანხმებული -6.00 და -3.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 8 იანვრის №6833229 და 2024 წლის 28 თებერვლის №6910663 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 21 August 2024Decision7188722 - Granted
- 19 August 2024City answer
- 19 August 2024Files uploaded
- 15 August 2024City answer
- 15 August 2024Files uploaded
- 12 August 2024City answer
- 12 August 2024Files uploaded
- 24 July 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files2
Other files2
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal