OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩა, N 200

AR11049812Construction permitOther use25 July 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
7171810
Decision date
8 August 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მარიამ ეფრემიძე
Developer (company ID)
406367827

Parcel

Cadastral code
81.21.06.955
Owner
აკაკი გვარამია (P/N: *********92)
Area
2,226 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11049812
Status
Approved
Registered
25 July 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
14 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 August 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 02 აპრილის №6963599 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 25 ივლისს №AR11049812 განცხადებით მომართა მარიამ ეფრემიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 02 აპრილის №6963599 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 02 აპრილის №6963599 ბრძანებით №81.21.06.955 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის (კომერციული, საოფისე) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 2 აპრილიდან 2026 წლის 02 იანვრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 02 აპრილის №6963599 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არასწორად დაფიქსირდა ავტოსადგომის, დამხმარე, აგრეთვე კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი. შესაბამისად ითხოვს, ავტოსადგომის ფართობად 483.6 კვ.მ-ის ნაცვლად 257.2 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 54.1 კვ.მ-ის ნაცვლად 58 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 267.6 კვ.მ-ის ნაცვლად 257.5 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 3409.9 კვ.მ-ის ნაცვლად 3177.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, ითხოვს ღია ავტოსადოგმების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად 224.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ 2024 წლის 02 აპრილის №6963599 ბრძანებით შეთნხმეებული +3.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია 17 ერთეული ღია ავტოსადგომი, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 224.4 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 02 აპრილის №6963599 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 02 აპრილის №6963599 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდეს 257.5 კვ.მ., ავტოსადგოის ფართობად 257.2 კვ.მ., დამხმარე ფართობად 58 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 3177.3 კვ.მ. 1.2 ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 224.4 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 02 აპრილის №6963599 ბრძანებით შეთანხმებული +3.00 - +9.60 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულების გეგმებით (3-5 გვერდები). 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 02 აპრილის №6963599 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 02 აპრილის №6963599 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 8 August 2024Decision7171810 - Granted
  3. 7 August 2024City answer
  4. 7 August 2024Files uploaded

Documents

Other files1

  • teq. xarvezi gegmebi 7.08.2024.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal