ქალაქი თბილისი, კრწანისის II შესახვევი, N 35
Decision
- Decision number
- 7207467
- Decision date
- 6 September 2024
- Outcome
- Granted
- Construction period
- 12 July 2024 – 12 July 2025
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვახტანგ არჩვაძე
- Developer (company ID)
- 404557127
Parcel
- Cadastral code
- 01.18.06.012.145
- Owner
- შპს "გრანდე ჯგუფი" (404557127)
- Area
- 6,200 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.18.06.012.145Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11049852
- Status
- Approved
- Registered
- 8 August 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 4
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 September 2024City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 08 აგვისტოს №AR11049852 განცხადებით მომართა ვახტანგ არჩვაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით №01.18.06.012.145 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 12 ივლისიდან 2025 წლის 12 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 8797.78 კვ.მ-ის ნაცვლად 9026.70 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 581.02 კვ.მ-ის ნაცვლად 1178.16 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 2287.89 კვ.მ-ის ნაცვლად 2352.59 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 3506.71 კვ.მ-ის ნაცვლად 3318.92 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 7400.4 კვ.მ-ის ნაცვლად 18103.41 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე, სურს, სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს +4.00 ნიშნულის გეგმა. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში (გეგმებში) გამორჩენილია მე-2 სართულის (+4.00, +4.70 ნიშნული) გეგმის ატვირთვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და: 1.1. საერთო ფართობად დაფიქსირდეს 18103.41 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 9026.70 კვ.მ., კომერციულ ფართობად 1178.16 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3318.92 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 2352.59 კვ.მ. 1.2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით შეთანხმებული -6.60, -3.30, 0.00, +8.00, +11.30 და +14.60 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 1.3. აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს მე-2 სართულის (+4.00, +4.70 ნიშნულები) გეგმა. 1.4. სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით შეთანხმებული „ჭრილი 1-18 ღერძებზე“ და „ჭრილი ა-დ ღერძებზე“ ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ჭრილებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 6 September 2024Decision7207467 - Granted
- 4 September 2024City answer
- 4 September 2024Files uploaded
- 3 September 2024City answer
- 2 September 2024Files uploaded
- 20 August 2024City answer
- 20 August 2024Files uploaded
- 8 August 2024Files uploaded
- 8 August 2024Files uploaded
- 5 August 2024Files uploaded
Documents
Other files4
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal