ქალაქი თბილისი , ქუჩა ტ.ტაბიძე , N 106
Decision
- Decision number
- 7160852
- Decision date
- 1 August 2024
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ომარ ჯაფარიძე
- Developer (company ID)
- 208146095
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.047.002
- Owner
- შპს "აზიმუტი" (208146095)
- Area
- 540 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.14.11.047.002Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11050110
- Status
- Not reviewed
- Registered
- 27 July 2024
- Type
- Reconstruction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 August 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება, პასუხად გაცნობებთ: იმისათვის რომ სამსახურს მიეცეს საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა, პირველ რიგში საჭიროა დეტალურად განიმარტოს თუ რა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი, სრულყოფილად არ გაქვთ მითითებული, კერძოდ ასევე ხდება ფასადზე კარის რიობის გაუქმება, განმარტეთ ავტოფარეხის გამიჯვნაც ხდება თუ არა. გაითვალისწინეთ, რომ იმ ობიექტთა/სამშენებლო სამუშაოთა ნუსხა, რომელთა მშენებლობა/რეკონსტრუქცია/მონტაჟი/დემონტაჟისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა მშენებლობის ნებართვა/შეტყობინება, განსაზღვრულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილებით. ამასთან, საჭიროა წარმოდგენილ იქნას შემდეგი დოკუმენტაცია: 1. წარმოდგენილი საპროექტო გეგმის მიხედვით ხდება გარე ფასადის ცვლილება, კერძოდ კარის ღიობის გაუქმება. ინტერიერის ფოტოებთან ერთად წარმოადგინეთ ექსტერიერის ფოტოებიც, ისე რომ კარგად ჩანდეს ფასადის მთლიანი სიტუაციაც 2. ანაზომი და საპროექტო გეგმა არ არის ხელმოწერილი შემსრულებლის მიერ. გაასწორეთ აღნიშნული 3. შეთანხმებული პროექტის შესაბამისი სართულის გეგმა მშენებლობის ნებართვის ბრძანების ასლთან ერთად ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სართულის გეგმის ასლი რეესტრის მიერ დამოწმებული ან დოკუმენტაცია წარმოადგინეთ ისეთი სახით, რომ დგინდებოდეს საჯარო რეესტრიდან არის გამოთხოვილი, საპროექტო არეალის მონიშვნით; იმ შემთხვევაში თუ არსებული ანაზომი განსხვავდება ზემოაღნიშნული გეგმებისაგან (განხორციელებულია ისეთი სამშენებლო სამუშოები, რომელიც საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მიღებას), საპროექტო ფართი მოყვანილ უნდა იქნას პირვანდელ მდგომარეობაში ან წარმოდგენილ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული აქტი სამართალდარღვევის შესახებ და შესაბამისი ჯარიმის გადახდის ქვითარი. ამასთან, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული განმარტებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ სამსახური მიიღებს საკითხის შემდგომი განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას, დამატებით წარმოსადგენი იქნება: 1. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა ჩასატარებელი სამუშაოების დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომლითაც დასტურდება, რომ საპროექტო სამუშაოები საფრთხეს არ შეუქმნის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმტკიცეს, მდგრადობას, საიმედოობას, სეისმომედეგობასა და ცეცხლმედეგობას; 2. “ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების შესაბამისად მომზადებული საექსპერტო დასკვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ საპროექტო სამუშაოების განხორციელების შედეგად არ ხდება შეუსაბამობის ხარისხის ზრდა; აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი შესაძლოა განუხილველი დარჩეს. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 1 August 2024Decision7160852
- 27 July 2024Files uploaded
- 27 July 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- განმარტება და გეგმები++.pdfOpen ↗
Reports and surveys1
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.pdfOpen ↗
Other files1
- ფოტო 21,07,2024.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal