; ქალაქი თბილისი , ქუჩა ნუცუბიძე , N 78-ის მიმდებარედ , (ნაკვეთი N 002/007) / ქალაქი თბილისი , ქუჩა ნუცუბიძე , N 78 , მიმდებარედ (ნაკვეთი 02/010)
Decision
- Decision number
- 43497
- Decision date
- 7 February 2012
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თამაზი მურვანიძე
- Developer (company ID)
- 204918189
Parcel
- Cadastral code
- 01.14.03.002.012
- Owner
- შპს "სტატუსი" (204918189) (204918189)
- Area
- 73 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.03.002.012Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR110510
- Status
- Approved
- Registered
- 24 January 2012
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 February 2012City answer
ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 03 ივლისის #627 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე სამსახურის მიერ 2009 წლის 03 ივლისს დამტკიცდა #627 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ქ. #78-ის მიმდებარე #002/007 ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად. 2012 წლის 24 იანვარს #AR110510 განცხადებით მომართა მოქალაქე თამაზ მურვანიძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საკადასტრო კოდის, საპროექტო ტერიტორიის ფართის შეცვლა და საკადასტრო გეგმის დამატება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 03.07.2009 წ. #627 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები გაცემულია #01.14.03.002.007 საკადასტრო ერთეულზე. საპროექტო ტერიტორიის ფართი საკადასტრო გეგმისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შეადგენდა 70 მ2-ს. ამასთან, მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემულია შპს „სტატუსი“-ს დირექტორის ირაკლი ბოჭორიშვილის სახელზე, აქედან გამომდინარე მოქალაქე თამაზ მურვანიძის 2012 წლის 24 იანვარს #AR110510 განცხადებას სამსახურის მიერ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა შპს „სტატუსი“-ს დირექტორის ირაკლი ბოჭორიშვილის თანხმობა, რომელიც შევსებული იქნა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა ახალი საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც მოხდა ორი საკადასტრო ერთეულის (#01.14.03.002.007 და #01.14.03.002.010) გაერთიანება, რამაც გამოიწვია მიწის ნაკვეთის ფართის გაზრდა და საკადასტრო კოდის ცვლილება (მიენიჭა #01.14.03.002.012 კოდი, ხოლო მიწის ნაკვეთის ფართმა შეადგინა 73.00 მ2). ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამისად, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტაციის პროექტების შემუშავებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამისად, 1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე თამაზ მურვანიძის 2012 წლის 24 იანვრის #AR110510 განცხადება; 2. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 03 ივლისს დამტკიცებულ #627 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში, კერძოდ: ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად დაფიქსირდეს #01.14.03.002.012; ბ) დაემატოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ახალი საკადასტრო გეგმა მიწის ნაკვეთის ფართით 73.00 მ2 და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი #01.14.03.002.012 განაცხადის რეგისტრაციის #882012020005 17.01.2012); 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 03 ივლისს დამტკიცებულ #627 სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებთან ერთად;
Show moreShow less
- 7 February 2012Decision43497 - Granted
- 3 February 2012Files uploaded
- 30 January 2012City answer
Documents
Other files1
- tanxmoba.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal