ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 189
Decision
- Decision number
- 7170758
- Decision date
- 9 August 2024
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ავთო ჟორჟოლიანი
- Organization
- 13484
- Developer (company ID)
- 211359858
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.011.451
- Owner
- შპს "სანდო" (211359858)
- Area
- 900 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.011.451Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11051864
- Status
- Not reviewed
- Registered
- 6 August 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 August 2024City answer
2024 წლის 6 აგვისტოს №AR11051864 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 6 აგვისტოს №AR11051864 განცხადებით მომართა ავთო ჟორჟოლიანმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 14 მარტის №6356385 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6333936 ბრძანებით, №01.72.14.011.451 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოსა და სწრაფი კვების პუნქტის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2023 წლის 14 მარტის №6356385 ბრძანებით, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 14 მარტიდან 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება, დღევანდელი მდგომარეობით, მშენებლობის ვადის გასვლიდან გამომდინარე, უკვე ძალადაკარგულია. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6333936 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის მიღებისა და შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი. აქედან გამომდინარე, ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. სამსახურმა, წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად, დაადგინა, რომ საჭიროა მოთხოვნის დაზუსტება არა სამსახურის 2023 წლის 14 მარტის №6356385 ბრძანების, არამედ 2023 წლის 20 თებერვლის №6333936 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამასთან, არ არის წარმოდგენილი საპროექტო მიწის ნაკვეთის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882021549553, მომზადების თარიღი: 09/07/2021 წ.) თანახმად, №01.72.14.011.451 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „სანდო“ (ს/ნ: 211359858). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22055614, მომზადების თარიღი: 06/05/2022 წ.) თანახმად შპს „სანდოს“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ავთო ჟორჟოლიანი (პ/ნ: 01001071717). შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6333936 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს, საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2024 წლის 6 აგვისტოს №AR11051864 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 9 August 2024Decision7170758 - Other
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal