OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, კახეთის გზატკეცილი, N 83ა

AR11051908Construction permitOther use6 August 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
7172280
Decision date
8 August 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თორნიკე დათებაშვილი
Developer (company ID)
200066221

Parcel

Cadastral code
01.19.21.003.163
Owner
შპს "დემასი" (200066221))
Area
13,650 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11051908
Status
Approved
Registered
6 August 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 August 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 06 აგვისტოს №AR11051908 განცხადებით მომართა თორნიკე დათებაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებით, №01.19.21.003.163 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის (სავაჭრო ცენტრი; სასაწყობე შენობები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2024 წლის 23 ივლისის №7145062 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდა 193.5 კვ.მ., კომერციული ფართობად - 8574.53 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1086.85 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 554.2 კვ.მ., საერთო ფართობად - 13082.22 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებით შეთანხმებული „ა“ შენობის (სავაჭრო ცენტრი) არქიტექტურული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდა №AR11048591 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე შენობის გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე მდებარეობს ტუმბოს ოთახი და მიწისქვეშა რეზერვუარი, რომელიც არ არის შეყვანილი დამხმარე ფართობში, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად 554.2 კვ.მ-ის ნაცვლად 614.31 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 13082.22 კვ.მ-ის ნაცვლად 13142.33 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე მდებარეობს ტუმბოს ოთახი და მიწისქვეშა რეზერვუარი, რომელთა ფართობები არ არის ასახული სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებით შეთანხმებულ დამხმარე ფართობში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დამხმარე ფართობის გასწორება. ამასთან, წარმოდგენილი გენ-გეგმა არ იცვლება, აღნიშნულ გენ-გეგმაზე ხდება მხოლოდ ტუმბოს ოთახის და მიწისქვეშა რეზერვუარის ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 614.31 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობად 13142.33 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გენ-გეგმით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ივნისის №7071373 და 2024 წლის 23 ივლისის №7145062 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 8 August 2024Decision7172280 - Granted
  3. 6 August 2024Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal