OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფ. დიდი ლილო

AR1105195Construction permitOther use25 January 2013- Lilo
Sign in to follow

Decision

Decision number
527862
Decision date
14 February 2013
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კობა კილაძე
Developer (company ID)
406047932

Parcel

Cadastral code
01.19.28.001.111
Owner
შპს "ქართული ხილი და ბოსტნეული" (406047932)
Area
10,782 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1105195
Status
Approved
Registered
25 January 2013
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
20 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 February 2013Decision527862 - Granted
  2. 14 February 2013City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 თებერვლის №01/476 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე სამსახურს 2012 წლის 25 იანვარს № AR1105195 განცხადებით მომართა შპს „ქართული ხილი და ბოსტნეული“-ს დირექტორმა კობა კილაძემ (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, განაცხადის №401424 მომზადების თარიღი 05.12.2011 წ.) და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 თებერვლის №01/476 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 28 თებერვლის №01/476 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი სამგორი, სოფ. დიდი ლილო (ნაკვ. №011/111), შპს „ქართული ხილი და ბოსტნეული“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ხილისა და ბოსტნეულის შესანახი ცენტრის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა №ნ/477-1). განმცხადებლის განმარტებით ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვეულია ტექნიკური შეცდომა და არასწორადაა მითითებული საკადასტრო კოდი. სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა მოთხოვნის საფუძვლიანობა საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში და დაადგინა, რომ 2012 წლის 28 თებერვლის №01/476 ბრძანებაში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად №01.19.28.001.111-ის ნაცვლად მითითებული იქნა №01.19.28.011.111. საჯარო რეესტრის მონაწერის (სარეგისტრაციო №882012127231 მომზადების თარიღი 27.03.2012 წ.) თანახმად მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია №01.19.28.001.111. შესაბამისად, მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 51-ე, 52-ე, 59-ე, 95-ე, 96-ე და მე-100 მუხლების თანახმად ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2012 წლის 28 თებერვლის №01/476 ბრძანებაში, კერძოდ: მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად №01.19.28.011.111 ნაცვლად დაფიქსირდეს №01.19.28.001.111; 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას სამსახურის 2012 წლის 28 თებერვლის №01/476 ბრძანებასა და 2012 წლის 17 დეკემბრის №475273 გადაწყვეტილებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal