ქალაქი თბილისი, პეტრე იბერის ქუჩა, N 6ა
Decision
- Decision number
- 7199914
- Decision date
- 30 August 2024
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- პაატა სვანიძე
- Developer (company ID)
- 405458133
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.001.283
- Owner
- შპს "იქსმშენი დიდ დიღომში" (405458133)
- Area
- 9,083 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.10.06.001.283Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11052328
- Status
- Rejected
- Registered
- 8 August 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 August 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 08 აგვისტოს №AR11052328 განცხადებით მომართა პაატა სვანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.06.001.283 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №528 განკარგულებით დამტკიცდა ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, ტელევიზორების ქარხნის მიმდებარედ არსებულ №1/10/6/1/12 მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 13 დეკემბრის №20/754 ბრძანებით შეთანხმებული მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს ცვლილების შეტანას სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ სურს ცლილება შევიდეს კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და დაფიქსირდეს: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, კორპუსი №6. როგორც ზემოთ აღინიშნა სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანების გამოცემის შემდეგ შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 13 დეკემბრის №20/754 ბრძანებაში და შეთანხმდა განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური განმარტავს, რომ კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა, საჭიროებს შეთანხმებული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმის შესაბამისად ცვლილების ასახვა საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კორექტირებას, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება (ცვლილება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ნომენკლატურით) სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 30 August 2024Decision7199914 - Refused
- 8 August 2024Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal