OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , კრწანისის შესახვევი N17 ; ქალაქი თბილისი , კრწანისის შესახვევი N17 ; ქალაქი თბილისი , შესახვევი კრწანისი , N 17(ნაკვ.12/59) ; ქალაქი თბილისი , შესახვევი კრწანისი , N 17(ნაკვ.12/60) ; ქალაქი თბილისი , შესახვევი კრწანისი , N 17(ნაკვ.12/61)

AR11052889Construction permitOther use12 August 2024- Krtsanisi
Sign in to follow

Decision

Decision number
7197746
Decision date
29 August 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
შალვა ლეკიაშვილი
Developer (company ID)
404557127

Parcel

Cadastral code
01.18.06.012.146
Owner
შპს "გრანდე ჯგუფი" (404557127)
Area
3,750 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11052889
Status
Approved
Registered
12 August 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
5

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 August 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 06 აგვისტოს №7168290 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 12 აგვისტოს №AR11052889 განცხადებით მომართა შალვა ლეკიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 06 აგვისტოს №7168290 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 06 აგვისტოს №7168290 ბრძანებით №01.18.06.012.146 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 06 აგვისტოდან 2025 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 06 აგვისტოს №7168290 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 6187.0 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 6191.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 3521.3 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 3532 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1537.5 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1568.6 კვ.მ., დამხმარე ფართობი 416.7 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 413.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 3629.6 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 3629.2 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ფართობების გასწორებასთან ერთად ზუსტდება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 16342.7 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 06 აგვისტოს №7168290 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 06 აგვისტოს №7168290 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 16342.7 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 6191.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3532 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1568.6 კვ.მ., დამხმარე ფართობად 413.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 3629.2 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 06 აგვისტოს №7168290 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 06 აგვისტოს №7168290 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 06 აგვისტოს №7168290 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 29 August 2024Decision7197746 - Granted
  3. 26 August 2024City answer
  4. 26 August 2024Files uploaded
  5. 26 August 2024City answer
  6. 22 August 2024City answer
  7. 22 August 2024Files uploaded
  8. 19 August 2024City answer
  9. 19 August 2024Files uploaded
  10. 12 August 2024Files uploaded

Documents

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal