ქალაქი თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, N 31
Decision
- Decision number
- 7202361
- Decision date
- 3 September 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან სიამაშვილი
- Developer (company ID)
- 204858163
Parcel
- Cadastral code
- 01.14.05.006.118
- Owner
- სახელმწიფო
- Area
- 18,761 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.14.05.006.118Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11055053
- Status
- Approved
- Registered
- 26 August 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 September 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №7178031 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 26 აგვისტოს №AR11055053 განცხადებით მომართა ლევან სიამაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №7178031 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №7178031 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.05.006.118 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 14 აგვისტოდან 2026 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №7178031 ბრძანებაში ეტაპები არასწორად არის მითითებული. შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადინა, რომ 2023 წლის 21 ნოემბრის №AR1999822 განცხადებით მოთხოვნილ იქნა კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარულ გრაფიკთან ერთად, რომლის მიხედვით მხოლოდ მე-4 და მე-5 ეტაპების სამუშაოები იქნა მონიშნული შესასრულებლად. სამსახურმა, იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №7178031 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაფიქსირდა როგორც უკვე შესრულებული ასევე შესასრულებელი სამუშაოები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №7178031 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №7178031 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 4) შენობებისთვის სახურავების მოწყობა; შენობების არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; შენობებიის ლოკალური საერთო საინჟინრო ქსელების მონტაჟი; გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასრულება; ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი; 5) ტერიტორიის კეთილმოწყობა, სამშენებლო ნარჩენების გატანა.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №7178031 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №7178031 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 September 2024Decision7202361 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal