ქალაქი თბილისი , დასახლება ორხევი , ქუჩა ახვლედიანი , N 7
Decision
- Decision number
- 7210009
- Decision date
- 9 September 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნინო ყოლბაია
- Developer (company ID)
- 404385312
Parcel
- Cadastral code
- 01.19.16.002.229
- Owner
- შპს "ნორბი" (404385312)
- Area
- 2,678 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.19.16.002.229Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11055773
- Status
- Approved
- Registered
- 3 September 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 September 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №7186082 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 03 სექტემბრის №AR11055773 განცხადებით მომართა ნინო ყოლბაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №7186082 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 04 მარტის №5312455 ბრძანებით, №01.19.16.002.229 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის (საწყობი და საწყობის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი ოფისი არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ისა) მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №7186082 ბრძანებით №01.19.16.002.229 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საწყობის (საწყობი და საწყობის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი ოფისი არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ისა) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 19 აგვისტოდან 2025 წლის 19 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №7186082 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 279.44 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 190.27 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 17.15 კვ.მ-ის ნაცვლად 55.67 კვ.მ., სასაწყობე ფართობი 982.93 კვ.მ-ის ნაცვლად 985.62 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და 0.00 ნიშნულის გეგმა შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ასევე, სამსახურმა დაადგინა, რომ საოფისე, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და სასაწყობე ფართობების ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და 1279.52 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 1231.56 კვ.მ. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამსახურმა დაადგინა რომ სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №7186082 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საპროექტო ობიექტად „საწყობი (საწყობი და საწყობის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი ოფისი არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ისა)“ ნაცვლად დაფიქსირებულია „მრავალფუნქციური შენობა“. ვინაიდან, სამსახურის 2021 წლის 04 მარტის №5312455 ბრძანებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცებულია საწყობის (საწყობი და საწყობის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი ოფისი არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ისა) მშენებლობის მიზნით, მის საფუძველზე გამოცემულ სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №7186082 ბრძანებაშიც მითითებულ უნდა იქნას საწყობი (საწყობი და საწყობის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი ოფისი არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ისა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №7186082 ბრძანებაში და: 1.1 სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში საპროექტო ობიექტად „მრავალფუნქციური შენობის“ ნაცვლად დაფიქსირდეს: „საწყობი (საწყობი და საწყობის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი ოფისი არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ისა)“ 1.2 ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს: 190.27 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 55.67 კვ.მ., სასაწყობე ფართობად: 985.62 კვ.მ. საერთო ფართობად: 1231.56 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №7186082 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №7186082 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 აგვისტოს №7186082 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 9 September 2024City answer
- 9 September 2024Decision7210009 - Granted
- 5 September 2024City answer
- 5 September 2024Files uploaded
- 2 September 2024Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal