ქალაქი თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, N 145გ
Decision
- Decision number
- 7216105
- Decision date
- 13 September 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კობა ჯანიკაშვილი
- Developer (company ID)
- 402010658
Parcel
- Cadastral code
- 01.13.02.003.429
- Owner
- შპს "ჰობ დეველოპმენტი" (402010658)
- Area
- 7,266 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.13.02.003.429Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11056707
- Status
- Approved
- Registered
- 10 September 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 September 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №7204757 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 10 სექტემებრს №AR11056707 განცხადებით მომართა კობა ჯანიკაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №7204757 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №7204757 ბრძანებით, ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის №145გ-ში მდებარე №01.13.02.003.429 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ოფისის მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №7204757 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, „მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის“ ველში უკანა ეზოსა და მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის გრაფები არასწორად არის ჩამოყალიბებული. ამასთან, ბრძანებაზე თანადართულ დანართში არასწორად არის დაფიქსირებული პირობითი აღნიშვნები და შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2024 წლის 31 ივლისის №AR11050610 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, ოფისის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე, დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა და დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. თუმცა, ბრძანებაში „მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის“ ველში უკანა ეზოსა და მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის გრაფები არასწორად ჩამოყალიბდა, ამასთან საპროექტო მიწის ნაკვეთისთვის მომზადებულ დანართზე არასწორად დაფიქსირდა პირობითი აღნიშვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №7204757 ბრძანებაში და „მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის“ ველში უკანა ეზოსა და მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ უკანა ეზო: დანართის შესაბამისად; მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე: საზოგადოებრივი საზღვრიდან, ხოლო ჩიხურ ნაწილში სამეზობლო მიჯნებიდან.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №7204757 ბრძანებაზე თანდართული დანართი ჩანაცვლდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული გასწორებული დანართით. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 სექტემბრის №7204757 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 September 2024Decision7216105 - Granted
- 9 September 2024Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal