ქალაქი თბილისი, კრწანისის II შესახვევი, N 35
Decision
- Decision number
- 7249702
- Decision date
- 11 October 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვახტანგ არჩვაძე
- Developer (company ID)
- 404557127
Parcel
- Cadastral code
- 01.18.06.012.145
- Owner
- შპს "გრანდე ჯგუფი" (404557127)
- Area
- 6,200 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.18.06.012.145Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11057474
- Status
- Approved
- Registered
- 13 September 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 6
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 October 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7168315 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 13 სექტემბერს №AR11057474 განცხადებით მომართა ვახტანგ არჩვაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით, №01.18.06.012.145 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 12 ივლისიდან 2025 წლის 12 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 6 სექტემბრის №7207467 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, ასევე შეთანხმებული -6.60, -3.30, 0.00, +8.00, +11.30 და +14.60 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 8 აგვისტოს №AR11049852 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. აგრეთვე, შეთანხმებულ გეგმებს დაემატა გამორჩენილი მე-2 სართულის (+4.00, +4.70 ნიშნულები) გეგმა და შეთანხმებული „ჭრილი 1-18 ღერძებზე“ და „ჭრილი ა-დ ღერძებზე“ ჩანაცვლდა №AR11049852 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ჭრილებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2136.46 კვ.მ-ის ნაცვლად 2344.31 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 90.58 კვ.მ-ის ნაცვლად 91.04 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 18103.41 კვ.მ-ის ნაცვლად 18311.72 კვ.მ-ის დაფიქსირება სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმები და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები და ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდეს 2344.31 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 91.04 კვ.მ., საერთო ფართობად - 18311.72 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (სამსახურის 2024 წლის 6 სექტემბრის №7207467 ბრძანების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 12 ივლისის №7127331 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 October 2024Decision7249702 - Granted
- 10 October 2024City answer
- 9 October 2024Files uploaded
- 3 October 2024City answer
- 3 October 2024Files uploaded
- 30 September 2024City answer
- 30 September 2024Files uploaded
- 30 September 2024Files uploaded
- 26 September 2024City answer
- 26 September 2024Files uploaded
- 20 September 2024City answer
- 20 September 2024Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal