ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , მიკრო/რაიონი IV , კორპ. N25-ის მიმდებარედ , ნაკვ.04/025
Decision
- Decision number
- 7227389
- Decision date
- 25 September 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი გოგოხია
- Developer (company ID)
- 400281093
Parcel
- Cadastral code
- 01.10.07.004.066
- Owner
- შპს "ბი ინვესტ ჯგუფი" (400281093)
- Area
- 6,104 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.07.004.066Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11058057
- Status
- Approved
- Registered
- 18 September 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 September 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152653 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 18 სექტემბრის №AR11058057 განცხადებით მომართა ირაკლი გოგოხიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152653 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152653 ბრძანებით, №01.10.07.004.066 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 26 ივლისიდან 2027 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 20 აგვისტოს №7187058 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152653 ბრძანებაში და აღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი: 1051.3 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152653 ბრძანებით შეთანხმებული „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული „ა“ ბლოკის 0.00, +3.40, +12.55 და +33.90 ნიშნულების გეგმები, ასევე, გარე ავტოსადგომების გეგმა („ა“ ბლოკი) და გარე ავტოსადგომების გეგმა („ბ“ ბლოკი) ჩანაცვლდა 2024 წლის 07 აგვისტოს №AR11052128 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152653 ბრძანებით შეთანხმებულ ფასადებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „ბ“ ბლოკის „10-1“ ფასადზე შეცდომით არის მითითებული ზოგიერთი აივნის ფერი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი „ბ“ ბლოკის „10-1“ ფასადი შეადარა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას (მათ შორის ფოტომონტაჟს) და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან ფასადები არ იცვლება, ხდება მხოლოდ ფერის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152653 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული „ბ“ ბლოკის „10-1“ ფასადი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული „ბ“ ბლოკის „10-1“ ფასადით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152653 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 ივლისის №7152653 და 2024 წლის 20 აგვისტოს №7187058 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 September 2024Decision7227389 - Granted
- 18 September 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- ფასადი 10-1 ღერძებში ბ ბლოკი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal