OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სპირიდონ ვირსალაძის ქუჩა, N 5

AR11058849Construction permitOther use23 September 2024- Ponichala
Sign in to follow

Decision

Decision number
7228513
Decision date
26 September 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კირილე მორჩილაძე
Developer (company ID)
405304950

Parcel

Cadastral code
01.18.13.037.233
Owner
შპს "პერსპექტივა" (405304950)
Area
6,924 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 18 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11058849
Status
Approved
Registered
23 September 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 September 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 23 სექტემბერს №AR11058849 განცხადებით მომართა კირილე მორჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით №01.18.13.037.233 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №7140619 ბრძანებით ზემოაღნიშნული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 22 ივლისიდან 2028 წლის 02 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 13062.14 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 3599.64 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1855.12 - კვ.მ., დამხმარე ფართობად - 209.76 კვ.მ., სასაწყობე ფართობად - 1323.08 კვ.მ., კომერციული ფართობად - 1496.49 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 21546.23 კვ.მ. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი 1103.9 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 26 ივლისის №AR11049235 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 ბრძანებაში არ დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი 1103.9 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 26 ივლისის №AR11049235 განცხადებაზე ველში „მოთხოვნის ტექსტი“ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ იქნა ღია ავტოსადგომების ფართობის 1103.9 კვ.მ-ის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირება. ამასთან, სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია 79 ღია ავტოსადგომი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 1103.91 კვ.მ-ს. თუმცა, ტენიკური შეცდომის შედეგად აღნიშნული სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში არ ასახულა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №7124249 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 13062.14 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 3599.64 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1855.12 - კვ.მ., დამხმარე ფართობად - 209.76 კვ.მ., სასაწყობე ფართობად - 1323.08 კვ.მ., კომერციული ფართობად - 1496.49 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 21546.23 კვ.მ. 1.2 ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 1103.9 კვ.მ.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 22 აგვისტოს №7190227 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 September 2024Decision7228513 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal