OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, ზაჰესის დასახლება, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა, N 25

AR11059488Construction permitOther use27 September 2024- Zahesi
Sign in to follow

Decision

Decision number
7257390
Decision date
21 October 2024
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
სალომე გოგიჩაიშვილი
Developer (company ID)
236047023

Parcel

Cadastral code
72.12.02.281
Owner
შპს ვაზი+ (236047023)
Area
6,585 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11059488
Status
Rejected
Registered
27 September 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
24 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 October 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 27 სექტემბერს №AR11059488 განცხადებით მომართა სალომე გოგიჩაიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7230907 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 აპრილის №5913734 ბრძანებით შეთანხმდა №72.12.02.281 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღვინის ქარხნის 07/1 შენობის რეკონსტრუქციისა და ახალი მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 27 აპრილიდან 2024 წლის 27 აპრილის ჩათვლით. ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტში მიეთითა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2022 წლის 21 აპრილის №MIA02201066071 წერილის გათვალისწინებით აღნიშნულ სამსახურში შენობის კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის სისტემის მოწყობის საკითხი და პროექტი სამი თვის ვადაში წარდგენილი უნდა იქნეს განსახილველად. სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7230907 ბრძანებით შეთანხმდა №72.12.02.281 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ღვინის ქარხნის 07/1 შენობის რეკონსტრუქციისა და ახალი მშენებლობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 26 სექტემბრიდან 2026 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით. ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტში მიეთითა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2022 წლის 21 აპრილის №MIA02201066071 წერილის გათვალისწინებით აღნიშნულ სამსახურში შენობის კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის სისტემის მოწყობის საკითხი და პროექტი სამი თვის ვადაში წარდგენილი იქნეს განსახილველად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7230907 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მე-8 პუნქტი (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2022 წლის 21 აპრილის №MIA02201066071 წერილის გათვალისწინებით აღნიშნულ სამსახურში შენობის კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის სისტემის მოწყობის საკითხი და პროექტი სამი თვის ვადაში წარდგენილი იქნეს განსახილველად) არ უნდა იყოს მითითებული და შესაბამისად, ითხოვს ბრძანებიდან აღნიშნული ჩანაწერის ამოღებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 13 თებერვლის №AR11008835 განცხადებით მოთხოვნილ იქნა კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. სამსახურმა, იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. ამასთან, სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7230907 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტში მითითებულ იქნა ჩანაწერი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შენობის კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის სისტემის მოწყობის საკითხის და პროექტის წარდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახური განმარტავს, რომ მე-8 პუნქტში მითითებული ჩანაწერი წარმოადგენს სანებართვო პირობას და სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის მიზნით, კვლავ დაფიქსირდა სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7230907 ბრძანებაში. ამასთან, გაცნობებთ, რომ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, არ არსებობს სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7230907 ბრძანებაში ცვლილების შეტანის საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7230907 ბრძანებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 October 2024Decision7257390 - Refused
  3. 27 September 2024Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal