OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ბობ უოლშის ქუჩა, N 10

AR11059707Construction permitOther use30 September 2024- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
7238503
Decision date
7 October 2024
Outcome
Granted
Construction period
19 months
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნოდარ მუმლაძე
Developer (company ID)
406245148

Parcel

Cadastral code
01.72.14.009.523
Owner
შპს ''დრიმ პალასი'' (406245148)
Area
11,656 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11059707
Status
Approved
Registered
30 September 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 October 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7232730 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 30 სექტემბრის №AR11059707 განცხადებით მომართა ნოდარ მუმლაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7232730 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7232730 ბრძანებით №01.72.14.009.523 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი (ბლოკი N2) და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 27 სექტემბრიდან 2026 წლის 27 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7232730 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია მე-9 ეტაპის დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებულია VIII-XIII ეტაპები, ხოლო ბრძანებაში დაფიქსირებულია VIII-XII ეტაპები. გარდა ამისა, სამსახურმა დაადგინა, რომ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში არასწორად არის დაფიქსირებული მშენებლობის ვადა. კერძოდ, 2024 წლის 19 ივნისის №AR11041125 ბრძანებით მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილ იქნა 19 (ცხრამეტი) თვეზე. შესაბამისად, მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 27 სექტემბრიდან 2026 წლის 27 აპრილის ჩათვლით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7232730 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 27 სექტემბრიდან 2026 წლის 27 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. 4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 8) კარკასის მზიდი კონსტრუქციების და კიბის უჯრედების ელემენტების მოწყობა მონოლითური რკ. ბეტონით ნიშნულებში 13.50 – 19,70 მ. 9) სახანძრო ავზის მოწყობის სამუშაოები; 10)კარკასის მზიდი კონსტრუქციების და კიბის უჯრედების ელემენტების მოწყობა მონოლითური რკ.ბეტონით ნიშნულებში 19,70 –25,90 მ; 11) სახურავისა და გადახურვის, აგრეთვე ლიფტის შახტის კონსტრუქც. მოწყობა მონოლითური რკ. ბეტონით ნიშნულებში 25,90-29,63 მეტრი; არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა. 12) ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელები მოწყობა, სამღებრო და მოსაპირკეთებელი სამუშოები; 13) მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა, ობიექტის დასუფთავება და ექსპლუატაციაში ჩაბარების წინა სამუშოები. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2025 წლის 31 დეკემბრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7232730 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 27 სექტემბრის №7232730 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 7 October 2024Decision7238503 - Granted
  3. 30 September 2024Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal