OpenCAD
Approved

; ქალაქი თბილისი , ვაზისუბნის Iკვ.კორპ.N3-ის მიმდ. / ქალაქი თბილისი , დასახლება ვაზისუბანი , მიკრო/რაიონი III , კვარტალი I , კორპ N3-ის მიმდებარედ

AR110600Construction permitOther use25 January 2012
Sign in to follow

Decision

Decision number
46117
Decision date
9 February 2012
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ბოკუჩავა
Developer (company ID)
406058849

Parcel

Cadastral code
01.17.07.005.006
Owner
შპს "კონა 4" (406058849) (406058849)
Area
2,254 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR110600
Status
Approved
Registered
25 January 2012
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 9 February 2012Decision46117 - Granted
  2. 9 February 2012City answer

    ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 06.03.06 წლის #ა–420 ქალაქთმშენებლობით პირობებში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 25/01/2012 წელს AR110600 განცხადებით მომართა გიორგი ბოკუჩავამ და მოითხოვა 06.03.06 წლის ქალაქ თილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის #ა–420 ქალაქთმშენებლობით პირობებში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ახალი საკადასტრო გეგმის დამატება და მიწის ნაკვეთის ფართის შეცვლა. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2006 წლის 6 მარტს ქალაქ თილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისში, ისანი–სამგორის რაიონში, ვაზისუბნის პირველ კვარტალში მრავალფუნქციური ცენტრის ასაშენებლად დადგინდა #ა–420 ქალაქთმშენებლობითი პირობები. ამავე მისამართზე 10.12.09 წელს #ნ/112 ბრძანებით გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა და ნ/112–1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა ორ საკადასტრო ერთეულზე (საკადასტრო კოდი: 1/17/7/5/3; 1/17//7/5/1). საპროექტო მიწის ნაკვეთის ჯამურმა ფართობმა შეადგენდა 1983 კვ .მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.11 წლის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია #882011605112, საკადასტრო კოდი: 01/17/07/005/006) თანახმად საპროექტო ტერიტორიის ფართობი გაიზარდა და შეადგინა 2254 კვ.მ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 99-ე მუხლის თანახმად, იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ვარგისად აღიარებული, გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა. 06.03.06 წ. ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ ა–420 ქალაქთმშენებლობითი პირობები გაცემულია „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც არქიტექტურული ობიექტის შესაქმნელად დამკვეთს უნდა ჰქონდეს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების საფუძველზე შედგენილი პროექტი და მშენებლობის ნებართვა. ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური ლიკვიდირებულია ხოლო, „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების და დამატებების შეტანის, შეცდომის გასწორების, მათი ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადებისა და არარად აღიარების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 9 მარტის №194 განკარგულების თანახმად ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს მიენიჭა უფლებამოსილება შეიტანოს ცვლილებები ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემულ აქტებში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება ქალაქ თილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 99-ე მუხლის, არქიტექტურული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონისა და „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების და დამატებების შეტანის, შეცდომის გასწორების, მათი ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადებისა და არარად აღიარების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 9 მარტის №194 განკარგულების თანახმად 1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე გიორგი ბოკუჩავას 25/01/2012 წ. AR110600 განცხადება; 2. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 06.03.06 წლის #ა–420 ქალაქთმშენებლობით პირობებში, კერძოდ: მიწის ნაკვეთის ფართობი დაფიქსირდეს – 2254 კვ.მ, ხოლო საკადასტრო კოდი – 01/17/07/005/006; 3. ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 06.03.06 წლის #ა–420 ქალაქთმშენებლობით პირობებს დაემატოს #01/17/07/005/006 საკადასტრო ერთეულზე საკადასტრო გეგმა (მომზადების თარიღი:29.11.11 წელი, განცხადების რეგისტრაცია #882011555943); 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 06.03.06 წლის #ა–420 ქალაქთმშენებლობით პირობებთან ერთად;

    Show more
  3. 3 February 2012Files uploaded
  4. 30 January 2012City answer

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal