ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 40
Decision
- Decision number
- 7243850
- Decision date
- 8 October 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მიხეილ ჯინჭარაძე
- Developer (company ID)
- 405551353
Parcel
- Cadastral code
- 01.10.07.007.175
- Owner
- შპს "ჯიდი +" (438731990)
- Area
- 13,918 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.07.007.175Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11060332
- Status
- Approved
- Registered
- 2 October 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 October 2024City answer
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №7234944 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 02 ოქტომბერს №AR11060332 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №7234944 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №7234944 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.07.007.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი E-1, E-2 ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 30 სექტემბრიდან 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №7234944 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 20301.4 კვ.მ-ის ნაცვლად 20295.6 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 27872.1 კვ.მ-ის ნაცვლად 27866.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №892024406085; მომზადების თარიღი: 17/09/2024 წ.) №01.10.07.007.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ინნ დეველოპმენტი+ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405551353). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23008085; მომზადების თარიღი: 24/01/2023 წ.), შპს ინნ დეველოპმენტი+ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ზვიად ნოზაძე. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2024 წლის 04 ოქტომბრის №241335648 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - მიხეილ ჯინჭარაძის უფლებამოსილება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი საცხოვრებელი ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №7234944 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №7234944 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 27866.3 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად - 20295.6 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №7234944 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №7234944 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 October 2024Decision7243850 - Granted
- 4 October 2024City answer
- 4 October 2024Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal