OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სპირიდონ ვირსალაძის ქუჩა, N 5ა

AR11062474Construction permitOther use17 October 2024- Ponichala
Sign in to follow

Decision

Decision number
7262291
Decision date
24 October 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კირილე მორჩილაძე
Developer (company ID)
405304950

Parcel

Cadastral code
01.18.13.037.231
Owner
შპს "პერსპექტივა" (405304950)
Area
6,788 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11062474
Status
Approved
Registered
17 October 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 24 October 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 17 ოქტომბრის №AR11062474 განცხადებით მომართა კირილე მორჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებით, №01.18.13.037.231 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2024 წლის 29 აგვისტოს №7197994 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 20816.17 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 13619.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3605.94 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1902.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად 114.23 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი 931.45 კვ.მ. და შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2024 წლის 15 აგვისტოს №AR11053411 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ სურს საცხოვრებელ ფართობად 13619.4 კვ.მ-ის ნაცვლად 13633.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 3605.94 კვ.მ-ის ნაცვლად 3550.82 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 20816.17 კვ.მ-ის ნაცვლად 21706.7 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული +19.500 ნიშნულის გეგმა და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული +19.500 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმაზე ტექნიკური შეცდომის გასწორება. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის 2024 წლის 29 აგვისტოს №7197994 ბრძანებით, საპროექტო შენობა-ნაგებობისთვის, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად უკვე დაფიქსირებულია 931.45 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 13633.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 3550.82 კვ.მ., საერთო ფართობად - 21706.7 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებით შეთანხმებული +19.500 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 და 2024 წლის 29 აგვისტოს №7197994 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 24 October 2024Decision7262291 - Granted
  3. 17 October 2024Files uploaded

Documents

Other files1

  • ,19.50 ნიშნული,.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal