OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა, N 77კ; ქალაქი თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა, N 77კ; ქალაქი თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა, N 77კ

AR11062507Construction permitOther use22 October 2024- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
7312538
Decision date
10 December 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მარიამ პაპუკაშვილი
Developer (company ID)
404723073

Parcel

Cadastral code
01.14.15.001.189.01.03.007
Owner
შპს "აიქეიჯი ესთეითს" (404723073)
Area
1,479 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11062507
Status
Approved
Registered
22 October 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
49 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 December 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 სექტემბრის №7221357 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 ოქტომბერს №AR11062507 განცხადებით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 18 სექტემბრის №7221357 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 18 სექტემბრის №7221357 ბრძანებით შეთანხმდა, №01.14.15.001.189 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალფუნქციური კომპლექსის (ს/კ: №01.14.15.001.189.01.05.003; ს/კ: №01.14.15.001.189.01.03.007) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს სამსახურის 2024 წლის 18 სექტემბრის №7221357 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ინტერესი და აქედან გამომდინარე, ითხოვს აღნიშნული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ შეთანხმებული ბრძანების საფუძველზე, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ არის განხორციელებული. საჯარო რეესტრის ამონაწერების (განცხადების რეგისტრაციის ნომრები: 892024191606, 892024191519 მომზადების თარიღი: 16/08/2024 წ.) თანახმად, №01.14.15.001.189.01.03.007 და №01.14.15.001.189.01.05.003 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ფართების მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „აიქეიჯი ესთეითს“ (ს/ნ: 404723073), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24109422, მომზადების თარიღი: 30/08/2024 წ.) თანახმად შპს „აიქეიჯი ესთეითსის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს იგორს ჩისტიაკოვს (№030288-10317, LV6928087). ხოლო, მის მიერ 2024 წლის 22 აგვისტოს გაცემული №241090940 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2024 წლის 18 სექტემბრის №7221357 ბრძანება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს მარიამ პაპუკაშვილის 2024 წლის 22 ოქტომბრის №AR11062507 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 სექტემბრის №7221357 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 10 December 2024Decision7312538 - Granted
  3. 5 December 2024City answer
  4. 5 December 2024Files uploaded
  5. 18 October 2024Files uploaded

Documents

Other files1

  • აუზის ფოტოები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal