OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, შოთა ნადირაშვილის ქუჩა, N 5ა

AR11063782Construction permitOther use28 October 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
7315097
Decision date
10 December 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ავთანდილ მახარობლიშვილი
Organization
22200
Developer (company ID)
406328184

Parcel

Cadastral code
01.17.14.001.444
Owner
გელა ზარდიაშვილი (P/N: *********18)
Area
1,495 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11063782
Status
Approved
Registered
28 October 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 December 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის №7140396 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 28 ოქტომბერს №AR11063782 განცხადებით მომართა ავთანდილ მახარობლიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის №7140396 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის №7140396 ბრძანებით №01.17.14.001.444 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 19 ივლისიდან 2025 წლის 19 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის №7140396 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 592.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 577.5 კვ.მ., დამხმარე ფართობი 47.1 კვ.მ-ის ნაცვლად 57.9 კვ.მ., საერთო ფართობი 5235.7 კვ.მ-ის ნაცვლად 5231.2 კვ.მ. ასევე, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად, ღია ავტოსადგომების ფართობის 173.0 კვ.მ-ის დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის №7140396 ბრძანებით +4.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია 12 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 173.0 კვ.მ.). თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად გამორჩენილ იქნა აღნიშნული ღია ავტოსადგომების ბრძანებაში (ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად) დაფიქსირება. ასევე, შესაძლებელია ტექნიკური შეცდომის გასწორება დამხმარე და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის №7140396 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდეს: 577.5 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 57.9 კვ.მ. საერთო ფართობად: 5231.2 კვ.მ. 1.2 ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომები: 173.0 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის №7140396 ბრძანებით შეთანხმებული +4.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულის არქიტექტურული გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის №7140396 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის №7140396 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 10 December 2024Decision7315097 - Granted
  3. 9 December 2024City answer
  4. 5 December 2024City answer
  5. 4 December 2024Files uploaded
  6. 19 November 2024City answer
  7. 19 November 2024Files uploaded

Documents

Drawings and project files1

Other files1

  • +4.00 ნიშნული 04.12.2024.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal