OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ლეო კვაჭაძის ქუჩა, N 19ა

AR11063824Construction permitOther use30 October 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
7292297
Decision date
20 November 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვერიკო ბაბუციძე
Developer (company ID)
405067519

Parcel

Cadastral code
01.72.16.097.079
Owner
შპს "ჯეი4" (405067519)
Area
9,442 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11063824
Status
Approved
Registered
30 October 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 November 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 30 ოქტომბრის №AR11063824 განცხადებით მომართა ვერიკო ბაბუციძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებით №72.16.21.436 (დღევანდელი მდგომარეობით: №01.72.16.097.079) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი A-1-ის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 2025 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებელი ამჯერად ითხოვს სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, ვინაიდან შეიცვალა მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი (ფართობის და კონფიგურაციის ცვლილების გარეშე), ითხოვს აღნიშნული ცვლილების სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში ასახვას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის: №892024630114, მომზადების თარიღი: 22/10/2024 წ.) თანახმად, მოხდა №72.16.21.436 (ფართობი: 9442.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ცვლილება ფართობისა და კონფიგურაციის ცვლილების გარეშე და დღევანდელი მდგომარეობით, საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდს წარმოადგენს: №01.72.16.097.079 (ფართობი: 9442.00 კვ.მ.). ზემოაღნიშნული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, №01.72.16.097.079 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჯეი4“ (ს/ნ: 405067519). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24107745; მომზადების თარიღი: 02/09/2024 წ.) შპს „ჯეი4“-ის (ს/ნ: 405067519) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დავით საგანელიძე (პ/ნ: 01024006858). სამსახურში 2024 წლის 04 ნოემბრის №AR11063816 განცხადებით წარმოდგენილია შპს „ჯეი4“-ის (ს/ნ: 405067519) დირექტორის დავით საგანელიძის (პ/ნ: 01024006858) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. სამსახურმა დოკუმენტაციის (მათ შორის საჯარო რეესტრის მონაცემების) გადამოწმების, შედეგად დაადგინა, რომ ვინაიდან მოხდა მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ცვლილება (ფართობისა და კონფიგურაციის ცვლილების გარეშე), შესაძლებელია 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და №72.16.21.436 (ფართობი: 9442.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდის ნაცვლად №01.72.16.097.079 (ფართობი: 9442.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებაში და საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად №72.16.21.436-ის ნაცვლად დაფიქსირდეს: №01.72.16.097.079. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250164 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 November 2024Decision7292297 - Granted
  3. 28 October 2024Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal