OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 27

AR11064503Construction permitOther use1 November 2024- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
7279832
Decision date
8 November 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კონსტანტინე დგებუაძე
Developer (company ID)
400298165

Parcel

Cadastral code
01.72.14.036.519
Owner
ლევან გუჩუა (P/N: *********18)
Area
839 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11064503
Status
Approved
Registered
1 November 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 November 2024Decision7279832 - Granted
  2. 8 November 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 01 ნოემბრის №AR11064503 განცხადებით მომართა კონსტანტინე დგებუაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებით №01.72.14.036.519 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №6999106 ბრძანებით ზემოაღნიშნული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის აპრილიდან 2024 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებით შეთანხმებული ±0.00 ნიშნულის გეგმაზე ბინა №2-ის ფართობი არასწორად დაფიქსირდა. ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 1311.16 კვ.მ-ის ნაცვლად 1293.9 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 203.17 კვ.მ-ის ნაცვლად 198.25 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 198.1 კვ.მ-ის ნაცვლად 242.06 კვ.მ-ის დაფიქსირებას და ±0.00 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შეთანხმებული გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმაზე ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებით შეთანხმებულ შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი შეადგენს 1734.21 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1311.16 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 198.25 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 242.06 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 1734.21 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებით შეთანხმებული ±0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულის გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 1 November 2024Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal