ქალაქი თბილისი, ცაცხვების III შესახვევი, N 8
Decision
- Decision number
- 7360528
- Decision date
- 29 January 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაალ ნიჟარაძე
- Organization
- 1868
- Developer (company ID)
- 404893674
Parcel
- Cadastral code
- 01.10.18.009.191
- Owner
- შპს "კოხტა უბანი" (404893674)
- Area
- 620 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 28 October 2026
Plots and zoning
- 01.10.18.009.191Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11064934
- Status
- Approved
- Registered
- 5 November 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 85 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 January 2025City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2025 წლის 22 იანვრის №44 ბრძანების აღსრულების ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 07 აგვისტოს №7168475 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 05 ნოემბერს №AR11064934 განცხადებით მომართა ზაალ ნიჟარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 07 აგვისტოს №7168475 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 07 აგვისტოს №7168475 ბრძანებით №01.10.18.009.191 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 15 აპრილის №165 განკარგულებით დამტკიცებული კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 7 აგვისტოდან 2026 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 07 აგვისტოს №7168475 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის და პირობების“ ნაცვლად უნდა იყოს მითითებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება“. სამსახურმა დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 15 აპრილის №165 განკარგულებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის 2011 წლის 16 სექტემბრის №01/2773 ბრძანებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ - გვერდზე ms.gov.ge რეგისტრირებული №0122068972-67 (№01220872781-67; №01220972434-67) განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად. კერძოდ, №01.10.18.009.191 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლთან ერთად, ასევე განისაზღვრა დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 15 აპრილის №165 განკარგულებით განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შეთანხმების ნორმატიული საფუძველი გახდა სწორედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილება. თუმცა, სამსახურის 2024 წლის 07 აგვისტოს №7168475 ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 07 აგვისტოს №7168475 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2025 წლის 22 იანვრის №44 ბრძანების აღსრულების ფარგლებში ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 07 აგვისტოს №7168475 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების სამართლებრივ საფუძვლებში „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის და პირობების“ ნაცვლად დაფიქსირდეს „„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილება.“.“ 1.2 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს №01.10.18.009.191 საკადატრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. 2. გაიცეს მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა. 3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 7 აგვისტოდან 2026 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით. 4. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი სამშენებლო დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, მათ შორის: 4.1. სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; 4.2 საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად; 4.3 მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 61-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად; 4.4 კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან. 4.5 სავალდებულო საექსპერტო შეფასებ(ა)ები საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. 4.6 მწვანე ნარგავების (გარდა ხილ-კენკროვანი მცენარეებისა) ჭრის/გადარგვის აუცილებლობის შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ნებართვა. 4.7 მიწისზედა/მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა/ნებართვა.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 07 აგვისტოს №7168475 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 07 აგვისტოს №7168475 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 29 January 2025Decision7360528 - Granted
- 12 November 2024City answer
- 5 November 2024Files uploaded
Documents
Other files1
- 225 დან ამონარიდი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal