ქალაქი თბილისი, ცაცხვების III შესახვევი, N 20
Decision
- Decision number
- 7360529
- Decision date
- 29 January 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაალ ნიჟარაძე
- Organization
- 1868
- Developer (company ID)
- 404893674
Parcel
- Cadastral code
- 01.10.18.009.180
- Owner
- შპს "კოხტა უბანი" (404893674)
- Area
- 600 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.18.009.180Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11064939
- Status
- Approved
- Registered
- 5 November 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 85 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 January 2025City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2025 წლის 22 იანვრის №44 ბრძანების აღსრულების ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156169 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 05 ნოემბერს №AR11064939 განცხადებით მომართა ზაალ ნიჟარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156169 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156169 ბრძანებით N01.10.18.009.180 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N212 განკარგულებით დამტკიცებული კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156169 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის და პირობების“ ნაცვლად უნდა იყოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება“. სამსახურმა დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N212 განკარგულებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის 2011 წლის 16 სექტემბრის N01/2773 ბრძანებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ - გვერდზე ms.gov.ge რეგისტრირებული N012307782-67 (N01231103087-67; N01231171277-67) განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად. კერძოდ, N01.10.18.009.180 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საპროექტო ობიექტად ინდივიდუალური საცხოვრებელ სახლთან ერთად, ასევე, განისაზღვრა დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N212 განკარგულებით განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შეთანხმების ნორმატიული საფუძველი გახდა სწორედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილება. თუმცა, სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156169 ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156169 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2025 წლის 22 იანვრის №44 ბრძანების აღსრულების ფარგლებში ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156169 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების სამართლებრივ საფუძვლებში „საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის და პირობების“ ნაცვლად დაფიქსირდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილება.“.“ 1.2 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „შეთანხმდეს N01.10.18.009.180 საკადატრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამშენებლო სამუშაოები დაწყებული იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ. სამშენებლო დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.“ 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156169 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156169 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 29 January 2025Decision7360529 - Granted
- 12 November 2024City answer
- 5 November 2024Files uploaded
Documents
Other files1
- 225 დან ამონარიდი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal