OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა, N 2

AR11066496Construction permitOther use16 November 2024
Sign in to follow

Decision

Decision number
7296520
Decision date
22 November 2024
Outcome
Granted
Construction period
Start: 7 November 2024
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
სალომე ხოფერია
Developer (company ID)
206043459

Parcel

Cadastral code
01.17.10.006.056
Owner
სააქციო საზოგადოება "ფეიქარი 95" (206043459)
Area
3,144 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11066496
Status
Approved
Registered
16 November 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 November 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 16 ნოემბერს №AR11066496 განცხადებით მომართა სალომე ხოფერიამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებით, №01.17.10.006.056 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (სექტორი-2, ბლოკი 17 ("ბ" და "ც" ბლოკები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 7 ნოემბრიდან 2025 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, დამკვეთის ინფორმაციის ველში „ორგანიზაციის“ გრაფაში შპს "არტ დეველოპმენტის" ნაცვლად დაფიქსირებული უნდა იყოს შპს „რეზიდენს პალასის“, ვინაიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24082777, მომზადების თარიღი: 01/07/2024 წ.) თანახმად, როგორც გადაწყვეტილების მიღების დროს, ისე დღევანდელი მდგომარეობით, №405459114 საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება არის/იყო შპს „რეზიდენს პალასი“. აქედან გამომდინარე, მოთხოვნილია შეთანხმებულ ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება „ორგანიზაციის“ დასახელებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებით შეთანხმებულ +6.45 ნიშნულის გეგმაზე („ც“ ბლოკში) №5 და №6 საოფისე ფართობები არასწორად იყო დაფიქსირებული, შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ნიშნულის გეგმის ჩანაცვლებას ამავე ნიშნულის წარმოდგენილი გასწორებული გეგმით. აგრეთვე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად 4237.4 კვ.მ-ის ნაცვლად 4247.6 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 14901.7 კვ.მ-ის ნაცვლად 14911.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 9 თებერვლის №6877128 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით, კერძოდ „2024 წლის 7 ნოემბრიდან 2026 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით“ ნაცვლად „2024 წლის 7 ნოემბრიდან 2025 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით“ დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმა და საოფისე ფართობი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საოფისე და საერთო ფართობები არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული „+6.45 - +7.55“ ნიშნულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმაზე ფართობების დაზუსტება. ამასთან, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2024 წლის 2 ოქტომბრის №AR11059870 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 12 თვეზე. შესაბამისად, სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 7 ნოემბრიდან 2025 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. აგრეთვე, დადგენილ იქნა, რომ დამკვეთის ინფორმაციის ველში „ორგანიზაციის“ გრაფაში შპს "არტ დეველოპმენტის" ნაცვლად დაფიქსირებული უნდა იყოს შპს „რეზიდენს პალასის“, ვინაიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24082777, მომზადების თარიღი: 01/07/2024 წ.) თანახმად, როგორც გადაწყვეტილების მიღების დროს, ისე დღევანდელი მდგომარეობით, №405459114 საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება არის/იყო შპს „რეზიდენს პალასი“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებაში და: 1.1. დამკვეთის ინფორმაციის ველში, ორგანიზაციის გრაფაში შპს "არტ დეველოპმენტის" ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „რეზიდენს პალასი“. 1.2. ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 4247.6 კვ.მ., საერთო ფართობად - 14911.9 კვ.მ. 1.3. სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 7 ნოემბრიდან 2025 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.“. 2. სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებით შეთანხმებული „+6.45 - +7.55“ ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ნოემბრის №7279519 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 November 2024Decision7296520 - Granted
  3. 22 November 2024City answer
  4. 16 November 2024Files uploaded

Documents

Other files1

  • ჩასასწორებელი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal