OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ნადირა ხოშარაულის ქუჩა, N 8/ალექსი გოგოლაურის ქუჩა, N 25

AR11066504Construction permitOther use20 November 2024- Didube
Sign in to follow

Decision

Decision number
7301712
Decision date
27 November 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კახაბერ მაჩაიძე
Developer (company ID)
402084196

Parcel

Cadastral code
01.13.05.008.020
Owner
შპს "ბალტიკ რეკ" (202360159)
Area
5,988 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11066504
Status
Approved
Registered
20 November 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 November 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №7256622 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 20 ნოემბერს №AR11066504 განცხადებით მომართა კახაბერ მაჩაიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №7256622 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №7256622 ბრძანებით №01.13.05.008.020 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 18 ოქტომბრიდან 2025 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №7256622 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად 5720.22 კვ.მ-ის ნაცვლად 5825.64 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 390.68 კვ.მ-ის ნაცვლად 393.84 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 9388.37 კვ.მ-ის ნაცვლად 9337.92 კვ.მ-ის, ხოლო სასწავლო აუდიტორიების ფართობად 646.74 კვ.მ-ის ნაცვლად 619.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსხურმა დაადგინა, რომ შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი შეადგენს 45122.43 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №7256622 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №7256622 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 5825.64 კვ.მ., დამხმარე ფართობად 393.84 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 9337.92 კვ.მ., სასწავლო აუდიტორიის ფართობად 619.9 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 45122.43 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №7256622 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №7256622 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 November 2024Decision7301712 - Granted
  3. 20 November 2024Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • გეგმები და კროკები-2024-6K.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal