ქალაქი თბილისი, კუკური გოგიაშვილის I შესახვევი, N 12
Decision
- Decision number
- 7297891
- Decision date
- 25 November 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- პაატა ჭავჭანიძე
- Developer (company ID)
- 405354085
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.009.614
- Owner
- შპს "მოდერნ სითი დეველოპმენტი" (405354085)
- Area
- 8,114 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 20 November 2026
Plots and zoning
- 01.72.14.009.614Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11066848
- Status
- Approved
- Registered
- 19 November 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 November 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 19 ნოემბერს №AR11066848 განცხადებით მომართა პაატა ჭავჭანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებით, №: 01.72.14.009.614 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 2026 წლის 7 მაისის წლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, შესაბამისად ითხოვს ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე სპორტული მოედნის 270.3 კვ.მ. ფართობის დაფიქსირებას. ამასთან, ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებში განაშენიანების ფართობად 3601169.0 კვ.მ-ის ნაცვლად 38315.96 კვ.მ-ის (შეტყობინება 22.11.2024 წ.), საცხოვრებელ ფართობად 15851.84 კვ.მ-ის ნაცვლად 15854.95 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 379.98 კვ.მ-ის ნაცვლად 379.4 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 4698.3 კვ.მ-ის ნაცვლად 4712.35 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 30013.36 კვ.მ-ის ნაცვლად 29759.64 კვ.მ-ის დაფიქსირებას (შეტყობინება 21.11.2024 წ.). სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული გეგმები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო. შესაბამისად, შეთანხმებულ ბრძანებაში შესაძლებელია ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებაში და ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდეს სპორტული მოედნის 270.3 კვ.მ. ფართობი. ამასთან, ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებში განაშენიანების ფართობად დაფიქსირდეს 38315.96 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად - 15854.95 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 379.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 4712.35 კვ.მ., საერთო ფართობად - 29759.64 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებით შეთანხმებული +13.20 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 7 ოქტომბრის №7243153 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 November 2024Decision7297891 - Granted
- 22 November 2024City answer
- 22 November 2024Files uploaded
- 19 November 2024Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal