ქალაქი თბილისი , გიორგი ტერევერკოს ქუჩა N38 ; ქალაქი თბილისი , გიორგი ტერევერკოს ქუჩა N40
Decision
- Decision number
- 7298183
- Decision date
- 26 November 2024
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გივი გოგრიჭიანი
- Developer (company ID)
- 400143233
Parcel
- Cadastral code
- 01.13.01.018.717
- Owner
- შპს "ბესთ ბილდერ ინტერნეშენალ კომპანი BEST BUILDER INTERNATIONAL COMPANY" (400096926)
- Area
- 983 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.13.01.018.717Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11067296
- Status
- Rejected
- Registered
- 22 November 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 November 2024City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 ნოემბერს №AR11067296 განცხადებით მომართა გივი გოგრიჭიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №7250986 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური 2024 წლის 15 ოქტომბრის №7250986 გადაწყვეტილებით დაეთანხმა №01.13.01.018.717.01.01.026 და №01.13.01.018.717.01.01.028 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ფართებზე პირველი კლასის პერგოლის მოწყობის შესაძლებლობას. წინამდებარე განაცხადით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №7250986 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ გადაწყვეტილების სატიტულო ინფორმაციის დამკვეთი-განმცხადებლის ველში შპს „ზანავი 1898"-ს (400154319) დაფიქსირებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას, II-IV კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას. ზემოაღნიშნული კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი ფიქსირდება მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე II-IV კლასის შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №7250986 გადაწყვეტილება, წარმოადგენს I კლასის სამშენებლო სამუშაოებზე სამსახურის წერილობით თანხმობას და გადაწყვეტილების სატიტულო ინფორმაციაში დაფიქსირებული დამკვეთი-განმცხადებელი წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის ჩანაწერს. შესაბამისად, იგი არ საჭიროებს ცვლილების შეტანას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 15 ოქტომბრის №7250986 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 November 2024Decision7298183 - Refused
- 21 November 2024Files uploaded
- 21 November 2024Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal