ქალაქი თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა N 22, კორპუსი 1, კორპუსი 2
Decision
- Decision number
- 7317466
- Decision date
- 12 December 2024
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გივი გოგრიჭიანი
- Developer (company ID)
- 406095130
Parcel
- Cadastral code
- 01.12.12.024.195
- Owner
- შპს "ბინექს" (406095130)
- Area
- 5,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026
Plots and zoning
- 01.12.12.024.195Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11067318
- Status
- Not reviewed
- Registered
- 21 November 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 December 2024City answer
2024 წლის 21 ნოემბრის №AR11067318 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 21 ნოემბერს №AR11067318 განცხადებით მომართა გივი გოგრიჭიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 15 თებერვლის №5257324 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 თებერვლის №5257324 ბრძანებით, №01.12.12.024.195 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №4, შენობა №2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 თებერვლიდან 2021 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 15 თებერვლის №5257324 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ღია ავტოსადგომის - 360.0 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად 1136.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1614.7 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ ვინაიდან, წარმოდგენილ -4.50 ნიშნულის გეგმაზე დაფიქსირებულ ავტომობილების სადგომებზე მითითებულია შესაბამისი ფართობები, საჭიროა სავალ ნაწილზეც დაფიქსირდეს შესაბამისი მაჩვენებელი დამოუკიდებლად (პანდუსის ფართობის ჩათვლის გარეშე). ამასთან, წარმოდგენილ ±0.00 ნიშნულის გეგმაზე დაფიქსირებულ ღია ავტოსადგომებზე მითითებულია ფართობები, თუმცა არ არის დაფიქსირებული შესაბამისი გაბარიტული ზომები (სიგრძე, სიგანე). აგრეთვე, აღნიშნული ნიშნულის გეგმასა და გეგმაზე გამოტანილ ექსპლიკაციაზე ავტოსადგომების (შიდა) ჯამური მაჩვენებელი შეუსაბამოა ერთმანეთთან (12x9=108). გაითვალისწინეთ, რომ ±0.00 ნიშნულის გეგმაზე შიდა ავტოსადგომებს წარმოადგენს შენობის კონტურში არსებული №44, №45, №48, №49, №51, №52, №57, №58 და №59 ავტოსადგომები. ამასთან, ღია ავტოსადგომების ფართობები არასწორად არის ჩათვლილი ავტოსადგომისა და საერთო ფართობებში. გაითვალისწინეთ, რომ ღია ავტოსადგომის ფართობი არ იანგარიშება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში მათ შორის ავტოსადგომისა და საერთო ფართობებში. თუმცა, შესაძლებელია დაფიქსირდეს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე. აგრეთვე, განგიმარტავთ, რომ წინამდებარე განცხადება არასწორად იქნა დარეგისტრირებული „ცვლილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში“ ნომენკლატურით, საჭიროა განცხადება დაარეგისტრიროთ ,,ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში’’ ნომენკლატურით. რისთვისაც, ამავე განაცხადის საფუძველზე მოგეცემათ ნომენკლატურის შეცვლის შესაძლებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული ინფორმაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. განცხადება დაარეგისტრიროს “ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში” ნომენკლატურით. 1.2. დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 1.3. წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 15 თებერვლის №5257324 ბრძანებით შეთანხმებული -4.50 და ±0.00 ნიშნულების გეგმების იდენტური ამავე ნიშნულების გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე) გეგმებსა და გეგმებზე გამოტანილ ექსპლიკაციებზე გასწორებული/იდენტური ავტოსადგომების ფართობების დაფიქსირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2024 წლის 21 ნოემბრის №AR11067318 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 December 2024Decision7317466 - Other
- 21 November 2024Files uploaded
Documents
Other files1
- კორპუსი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal