OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სპირიდონ ვირსალაძის ქუჩა, N 5ა

AR11068073Construction permitOther use27 November 2024- Ponichala
Sign in to follow

Decision

Decision number
7310135
Decision date
5 December 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კირილე მორჩილაძე
Developer (company ID)
405304950

Parcel

Cadastral code
01.18.13.037.231
Owner
შპს "პერსპექტივა" (405304950)
Area
6,788 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11068073
Status
Approved
Registered
27 November 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 December 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 27 ნოემბერს №AR11068073 განცხადებით მომართა კირილე მორჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებით, №01.18.13.037.231 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2024 წლის 29 აგვისტოს №7197994 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 20816.17 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 13619.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3605.94 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1902.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად 114.23 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი 931.45 კვ.მ. და შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2024 წლის 15 აგვისტოს №AR11053411 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმით. სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262291 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 21706.7 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 13633.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 3550.82 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებით შეთანხმებული +19.500 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდა №AR11062474 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, განმცხადებელს სურს საერთო ფართობად 21706.7 კვ.მ-ის ნაცვლად 20775.25 კვ.მ-ის დაფიქსირება. განმცხადებელი, ასევე განმარტავს, რომ სურს ღია ავტოსადგომების ფართობის 931.45 კვ.მ-ის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირება. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა სამსახურის 2024 წლის 29 აგვისტოს №7197994 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი 931.45 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში უკვე დაფიქსირებულია ღია ავტოსადგომების ფართობი 931.45 კვ.მ და ბრძანება აღნიშნულ ნაწილში ხარვეზს არ შეიცავს. რაც შეეხება საერთო ფართობს, გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ საერთო ფართობი (ღია ავტოსადგომების ფართობის 931.45 კვ.მ-ის გამოკლებით) შეადგენს 20775.25 კვ.მ-ს. თუმცა, ტექნიკურის შეცდომის შედეგად სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262291 ბრძანებაში „საერთო ფართობი 21706.7 კვ.მ“ არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 20775.25 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647, 2024 წლის 29 აგვისტოს №7197994 და 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262291 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 December 2024Decision7310135 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal