OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, N 43ა

AR11068530Construction permitOther use3 December 2024- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
7312534
Decision date
10 December 2024
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ბასიაშვილი
Organization
6559
Developer (company ID)
402006609

Parcel

Cadastral code
01.13.03.010.200
Owner
შპს "მეგა პლაზა" (402006609)
Area
1,610 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11068530
Status
Rejected
Registered
3 December 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 December 2024City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 3 დეკემბერს №AR11068530 განცხადებით მომართა დავით ბასიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური, 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილებით, დაეთანხმა ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა №43ა-ში არსებულ №01.13.03.010.200 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის პანდუსზე სარეკლამო აბრის მოწყობის შესაძლებლობას. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ გადაწყვეტილების სატიტულო ინფორმაციაში, დამკვეთი-განმცხადებლის ველში დავით ბასიაშვილის (პ/ნ: 01019005422) ნაცვლად შპს „MDM Group“-ის (ს/ნ: 400070203 ) დაფიქსირებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას, II-IV კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას. ზემოაღნიშნული კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი ფიქსირდება მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე II-IV კლასის შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილება წარმოადგენს სამსახურის წერილობით თანხმობას I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების თაობაზე და გადაწყვეტილების სატიტულო ინფორმაციაში დაფიქსირებული დამკვეთი-განმცხადებელი არის ინფორმაციული ხასიათის ჩანაწერი. შესაბამისად, იგი არ საჭიროებს ცვლილების შეტანას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში

    Show more
  2. 10 December 2024Decision7312534 - Refused
  3. 2 December 2024Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal