ქალაქი თბილისი, მელიტონ ქანთარიას ქუჩა, N 1
Decision
- Decision number
- 7318402
- Decision date
- 12 December 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ანა ჩხაიძე
- Developer (company ID)
- 205275165
Parcel
- Cadastral code
- 01.14.02.010.079
- Owner
- შპს "ლიდერ გრუპი" (205275165)
- Area
- 2,835 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.02.010.079Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11068851
- Status
- Approved
- Registered
- 5 December 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 December 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 ნოემბრის №6741754 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 05 დეკემბერს №AR11068851 განცხადებით მომართა ანა ჩხაიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 02 ნოემბრის №6741754 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 02 ნოემბრის №6741754 ბრძანებით №01.14.02.010.079 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობა N2) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 02 ნოემბრიდან 2026 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №7257849 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 2 ნოემბრის №6741754 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად დაფიქსირდა: 1531.8 კვ.მ., საერთო ფართობად - 8438.7 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2023 წლის 2 ნოემბრის №6741754 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 10 ოქტომბერს №AR11061476 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 02 ნოემბრის №6741754 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კომერციული ფართობი 416.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 432.9 კვ.მ., დამხმარე ფართობი 96.7 კვ.მ-ის ნაცვლად 80.6 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, აღნიშნული ტექნიკურ შეცდომის გასწორება არ იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 ნოემბრის №6741754 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს: 432.9 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 80.6 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 ნოემბრის №6741754 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2024 ლის 21 ოქტომბრის №7257849 ბრძანებით ჩანაცვლებული) 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 ნოემბრის №6741754 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 ნოემბრის №6741754 და 2024 ლის 21 ოქტომბრის №7257849 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 December 2024Decision7318402 - Granted
- 4 December 2024Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- 2024_12_04_გეგმები.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal