OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N18

AR11069324Construction permitOther use9 December 2024- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
7319083
Decision date
16 December 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ადელინა მამედოვა
Developer (company ID)
204983198

Parcel

Cadastral code
01.14.05.008.410
Owner
შპს "სილქ როუდ მოტორსი" (204983198)
Area
6,671 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11069324
Status
Approved
Registered
9 December 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 16 December 2024City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 09 დეკემბერს №AR11069324 განცხადებით მომართა ადელინა მამედოვამ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანებით №01.14.05.008.410 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის №7137455 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 28678.10 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 15261.30 კვ.მ., საოფისე ფართობად 758.10 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3302.30 კვ.მ., დამხმარე ფართობად 493.50 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 4544.80 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანებით შეთანხმებული -6.00, 0.00, +4.20, +38.20, +41.50, +44.80, +48.10, +51.40, +54.70, +58.00, +61.30, +64.60 და +67.90 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა №AR11047470 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანებით შეთანხმებულ +4.20, +15.10, +31.60, +34.90, +51.40 და +67.90 ნიშნულების გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ფართობების მითითებასთან დაკავშირებით, რაც წარმოდგენილ ამავე ნიშნულების გეგმებზე გასწორებულია. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი გეგმების ჩანაცლვებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანებით შეთანხმებული +4.20, +15.10, +31.60, +34.90, +51.40 და +67.90 ნიშნულების გეგმები არ იცვლება აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ამასთან, წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლება არ იწვევს სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანებაში (სამსახურის 2024 წლის 19 ივლისის № 7137455 ბრძანების გათვალისწინებით) დაფიქსირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +4.20, +15.10, +31.60, +34.90, +51.40 და +67.90 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 აპრილის №7004982 და 2024 წლის 19 ივლისის № 7137455 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 16 December 2024Decision7319083 - Granted
  3. 8 December 2024Files uploaded

Documents

Other files1

  • ტექ ხარვეზის გასწორება N2.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal