OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, N 43ა

AR11069888Construction permitOther use12 December 2024- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
7350926
Decision date
21 January 2025
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ბასიაშვილი
Organization
6559
Developer (company ID)
402006609

Parcel

Cadastral code
01.13.03.010.200
Owner
შპს "მეგა პლაზა" (402006609)
Area
1,610 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11069888
Status
Approved
Registered
12 December 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 January 2025City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 12 დეკემბრის №AR11069888 განცხადებით მომართა დავით ბასიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა, №01.13.03.010.200 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის პანდუსზე სარეკლამო აბრის მოწყობის შესაძლებლობას. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილების საფუძველზე სარეკლამო აბრის მოწყობის ინტერესი და ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882024589273, მომზადების თარიღი: 23/04/2024) თანახმად, №01.13.03.010.200 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "მეგა პლაზა" (ს/ნ: 402006609). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B24046185; მომზადების თარიღი: 11/04/2024 წ.) შპს "მეგა პლაზა"-ს (ს/ნ: 402006609) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ნინო გველესიანი (პ/ნ: 18001005463). ხოლო, მის მიერ 2024 წლის 18 სექტემბერს, შპს „MDM Group“-ის (ს/ნ: 400070203) სახელზე გაცემული №241250352 მინდობილობით, ხოლო თავის მხრივ შპს „MDM Group“-ის (ს/ნ: 400070203) მიერ 2023 წლის 24 ოქტომბერს გაცემული №231483307 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - დავით ბასიაშვილის უფლებამოსილება. განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს დავით ბასიაშვილის 2024 წლის 12 დეკემბრის №AR11069888 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 19 სექტემბრის №7221661 გადაწყვეტილება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 January 2025Decision7350926 - Granted
  3. 20 January 2025City answer
  4. 20 January 2025Files uploaded
  5. 13 January 2025City answer
  6. 23 December 2024City answer
  7. 23 December 2024Files uploaded
  8. 11 December 2024Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal