OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , წყნეთი , ქუჩა სტალინი

AR11070061Construction permitOther use13 December 2024- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
7326959
Decision date
20 December 2024
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნათელა ფერიაშვილი
Developer (company ID)
211361177

Parcel

Cadastral code
01.20.01.088.138
Owner
ა(ა)ი.პ "საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება" (211361177)
Area
800 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11070061
Status
Approved
Registered
13 December 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 December 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250305 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 13 დეკემბერს №AR11070061 განცხადებით მომართა ნათელა ფერიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250305 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250305 ბრძანებით №01.20.01.088.138 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 11 ოქტომბრიდან 2026 წლის 11 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250305 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებულ +0.000 ნიშნულის გეგმაზე სახანძრო ჰიდრატანტის აღნიშვნა არასწორ ადგილას იქნა დატანილი. შესაბამისად ითხოვს +0.000 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250305 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო ტერიტორიის გენერალურ გეგმაზე დატანილია ცეცხლმაქრი ჰიდრატანტის განთავსების ადგილი, რაც არ არის შესაბამისობაში ამავე ბრძანებით შეთანხმებულ +0.000 ნიშნულის გეგმასთან და მასზე ტექნიკური შეცდომის შედეგად სხვა ადგილას არის დაფიქსირებული ჰიდრატანტის აღნიშვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250305 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250305 ბრძანებაში და სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250305 ბრძანებით შეთანხმებული „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული +0.000 ნიშნულის გეგმა (გვ. 30) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250305 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 11 ოქტომბრის №7250305 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 December 2024Decision7326959 - Granted
  3. 12 December 2024Files uploaded

Documents

Other files1

  • 41 ჰიდრანტის მდებარეობა .pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal