ქალაქი თბილისი , ქუჩა ლერწამი , მიმდებარე ტერიტორია
Decision
- Decision number
- 7329554
- Decision date
- 23 December 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კონსტანტინე დგებუაძე
- Developer (company ID)
- 405523955
Parcel
- Cadastral code
- 01.17.14.003.845
- Owner
- შპს "კონსტრუქშენ გრუპი 2030" (405523955)
- Area
- 1,434 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.14.003.845Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-3
- K1
- 0.7
- K2
- 0
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11070390
- Status
- Approved
- Registered
- 16 December 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 December 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №7256972 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 16 დეკემბერს №AR11070390 განცხადებით მომართა კონსტანტინე დგებუაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №7256972 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №7256972 ბრძანებით №01.17.14.003.845 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 21 ოქტომბრიდან 2027 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №7256972 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ბრძანებაში მშენებლობის ეტაპები არ ფიქსირდება შეთანხმებული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად და ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2024 წლის 01 ოქტომბრის №AR11060025 განცხადებაზე წარმოდგენილი კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპებით არ იყო გათვალისწინებული სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №7256972 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში მე-7 ეტაპად დაფიქსირებული სამუშაოები, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად აღნიშნული ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №7256972 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №7256972 ბრძანებაში და ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 5. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა: შენობა-ნაგებობის +2.55 ნიშნულიდან +5.38 ნიშნულის რკინა ბეტონის ძირითადი კონსტრუქციების მონტაჟი; 6. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა: შენობა-ნაგებობის +8.45 ნიშნულიდან +11.52 ნიშნულის რკინა ბეტონის ძირითადი კონსტრუქციების მონტაჟი; 7. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა: შენობა-ნაგებობის +14.56 ნიშნულიდან +17.66 ნიშნულის რკინა ბეტონის ძირითადი კონსტრუქციების მონტაჟი; 8. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა: შენობა-ნაგებობის +20.73 ნიშნულიდან +23.80 ნიშნულის რკინა ბეტონის ძირითადი კონსტრუქციების მონტაჟი; 9. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა: შენობა-ნაგებობის +26.80 ნიშნულიდან +27.94 ნიშნულის რკინა ბეტონის ძირითადი კონსტრუქციების მონტაჟი; 10. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა: შენობა-ნაგებობის +33.10 ნიშნულიდან +36.20 ნიშნულის რკინა ბეტონის ძირითადი კონსტრუქციების მონტაჟი; 11. შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა; 12. არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; გარე და შიდა კედლების ბლოკით ამოყვანა; 13. შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა; 14. შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; მიწის ნაკვეთის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამუშაოები. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №7256972 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 21 ოქტომბრის №7256972 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 23 December 2024Decision7329554 - Granted
- 16 December 2024Files uploaded
Documents
Other files1
- GRAFIKI axali bolo-3.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal