ქალაქი თბილისი, სპირიდონ ვირსალაძის ქუჩა, N 5ა
Decision
- Decision number
- 7334960
- Decision date
- 27 December 2024
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კირილე მორჩილაძე
- Developer (company ID)
- 405304950
Parcel
- Cadastral code
- 01.18.13.037.231
- Owner
- შპს "პერსპექტივა" (405304950)
- Area
- 6,788 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.18.13.037.231Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11071478
- Status
- Approved
- Registered
- 24 December 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 December 2024City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 24 დეკემბერს №AR11071478 განცხადებით მომართა კირილე მორჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებით, №01.18.13.037.231 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2024 წლის 29 აგვისტოს №7197994 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 20816.17 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 13619.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3605.94 კვ.მ., კიბისუჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1902.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად 114.23 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი 931.45 კვ.მ. და შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2024 წლის 15 აგვისტოს №AR11053411 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი 0.00 ნიშნულის გეგმით. სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262291 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 21706.7 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 13633.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 3550.82 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებით შეთანხმებული +19.500 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდა №AR11062474 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. სამსახურის 2024 წლის 05 დეკემბრის №7310135 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა 20775.25 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 13633.6 კვ.მ-ის ნაცვლად 13629.64 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 114.23 კვ.მ-ის ნაცვლად 128.57 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 20775.25 კვ.მ-ის ნაცვლად 20785.63 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები არასწორად იქნა წარმოდგენილი, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 13629.64 კვ.მ., დამხმარე ფართობად 128.57 კვ.მ., საერთო ფართობად დაფიქსირდეს 20785.63 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას სამსახურის 2024 წლის 30 ივლისის №7156647, 2024 წლის 29 აგვისტოს №7197994 და 2024 წლის 24 ოქტომბრის №7262291 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 27 December 2024Decision7334960 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal