OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ს. ჩიქოვანის ქ. N26

AR11071695Construction permitOther use25 December 2024- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
7335408
Decision date
30 December 2024
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მარიამ პაპუკაშვილი
Developer (company ID)
445725831

Parcel

Cadastral code
01.14.14.006.017
Owner
ამირან ფირცხელანი (P/N: *********98)
Area
2,011 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11071695
Status
Rejected
Registered
25 December 2024
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 30 December 2024City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 25დეკემბერს №AR11071695 განცხადებით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ს. ჩიქოვანის ქ. №26-ში მდებარე №01.14.14.006.017 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 11 დეკემბრის №6797454 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებაში და ბრძანების სატიტულო ინფორმაციაში, მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ის ველში, მესაკუთრე(ები)ს გრაფა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მესაკუთრე(ები): შპს “ურბანუს მზიური” (ს/ნ: 445725831).“. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლის მიერ განმარტებულია, რომ სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ შეთანხმებული -3.00, +0.00 და +3.00 ნიშნულების გეგმებზე, ჭრილებსა და ფასადებზე დატანილი „პანდუსის შემომსაზღვრელ კედლებში დატანილი ღიობები“ შეუსაბამოა ერთმანეთთან. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას და შეთანხმებული „1-5“, „ვ-ა“ ჭრილებისა და „1-5“, „ვ-ა“ ფასადების ჩანაცვლებას წარმოდგენილით. სამსახურმა შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2023 წლის 31 დეკემბრის №AR1942663 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.14.14.006.017 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის საპროექტო ობიექტის გეგმა-ნახაზები, არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, ჭრილები და ფასადები. სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, შეთანხმებული „1-5“, „ვ-ა“ ჭრილებისა და „1-5“, „ვ-ა“ ფასადების ჩანაცვლება შეცვლილი ამავე ჭრილებითა და ფასადებით, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს. განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოებისგან განსხვავებული სამუშაოების განხორციელება საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას) და შესაბამისი, საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენას, მათ შორის ურთიერთშესაბამისი გეგმა-ნახაზების, არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციული ნაწილის, ჭრილებისა და ფასადების. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 1 დეკემბრის №6785843 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 30 December 2024Decision7335408 - Refused
  3. 25 December 2024Files uploaded

Documents

Other files1

  • ჩიქოვანი+ტექნიკური+ხარვეზის+გასწორება.zipOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal