ქალაქი თბილისი, რამაზ შენგელიას ქუჩა, N 6
Decision
- Decision number
- 7347619
- Decision date
- 17 January 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ლექვთაძე
- Developer (company ID)
- 405059378
Parcel
- Cadastral code
- 01.11.13.002.170
- Owner
- შპს "იტალავტოგაზი" (204487180)
- Area
- 1,764 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.13.002.170Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11072048
- Status
- Approved
- Registered
- 27 December 2024
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 17 January 2025Decision7347619 - Granted
- 17 January 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №7334747 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 27 დეკემბერს №AR11072048 განცხადებით მომართა დავით ლექვთაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №7334747 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ღია ავტოსადგომების ფართობის ტექნიკურეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად დაფიქსირება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №7334747 ბრძანებით №01.11.13.002.170 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 26 დეკემბრიდან 2025 წლის 26 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №7334747 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის I სართულის (+0.00 ნიშნულის) გეგმაზე არსებული ღია ავტოსადგომების ფართობის 130.6 კვ.მ-ის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №7334747 ბრძანებით შეთანხმებულ +0.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია 9 ღია ავტოსადგომი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 130.6 კვ.მ-ს. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად სამსახურის ბრძანებაში აღნიშნული მაჩვენებელი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად არ არის დაფიქსირებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №7334747 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №7334747 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 130.6 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №7334747 ბრძანებით შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №7334747 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 დეკემბრის №7334747 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 14 January 2025City answer
- 14 January 2025Files uploaded
- 27 December 2024Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal