OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა იუმაშევი

AR11073726Construction permitOther use16 January 2025- Lilo
Sign in to follow

Decision

Decision number
7354100
Decision date
23 January 2025
Outcome
Other
Construction period
9 October 2024 – 9 October 2026
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
საბა მაღლაკელიძე
Developer (company ID)
405465982

Parcel

Cadastral code
01.19.26.004.223
Owner
შპს "ნოვა ტექ" (405465982)
Area
14,809 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-2
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11073726
Status
Not reviewed
Registered
16 January 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 January 2025City answer

    2025 წლის 16 იანვრის №AR11073726 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 16 იანვარს №AR11073726 განცხადებით მომართა საბა მაღლაკელიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბრის №7246985 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბრის №7246985 ბრძანებით №01.19.26.004.223 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საამქრო/სტამბის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 9 ოქტომბრიდან 2026 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბრის №7246985 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, ვინაიდან შეთანხმებულ გეგმებზე არასწორად არის დაფიქსირებული ღერძებს შორის მანძილები და ფასადის სიგანე. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული გეგმების ჩანაცვლებას წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ ღერძებს შორის მანძილთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორება შესაძლებელია. თუმცა, რაც შეეხება, ფასადის სიგანის ცვლილებას, აღნიშნული შეთანხმებული დოკუმენტაციის, მათ შორის ვექტორული ფაილის მიხედვით, სწორად არის დაფიქსირებული. შესაბამისად, მისი ცვლილება არ წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს და საჭიროა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილება (კორექტირება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სამსახურის 2024 წლის 9 ოქტომბრის №7246985 ბრძანებით შეთანხმებული მხოლოდ არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები ღერძებს შორის მანძილების გასწორებით და სხვა ცვლილებების გარეშე (მათ შორის ფასადის სიგანის). 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2025 წლის 16 იანვრის №AR11073726 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში

    Show more
  2. 23 January 2025Decision7354100 - Other
  3. 16 January 2025Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal