OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ფერდობი ნუცუბიძე , II მ/რ, I კვარტალი, კორპუსი N7-ის მიმდებარედ

AR11075425Construction permitOther use29 January 2025- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
7369078
Decision date
5 February 2025
Outcome
Granted
Construction period
25 December 2024 – 25 September 2028
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
პაატა ჭავჭანიძე
Developer (company ID)
205299737

Parcel

Cadastral code
01.14.01.007.399
Owner
ი.მ.ა "აკურის N27,29,33 ალმასიანის N34,40,42,46" (205299737)
Area
7,750 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR11075425
Status
Approved
Registered
29 January 2025
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 February 2025City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7231436 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 29 იანვარს №AR11075425 განცხადებით მომართა პაატა ჭავჭანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7231436 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7231436 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.01.007.399 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2024 წლის 27 ნოემბრის №7336283 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 25 დეკემბრიდან 2028 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7231436 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 30827.43 კვ.მ-ის ნაცვლად 30821.6 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 456.21 კვ.მ-ის ნაცვლად 448.2 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 2872.85 კვ.მ-ის ნაცვლად 2784.41 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 8193.74 კვ.მ-ის ნაცვლად 8171.66 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 7309.28 კვ.მ-ის ნაცვლად 7406.43 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 487.63 კვ.მ-ის ნაცვლად 560.41 კვ.მ-ის, ავტოსადგომების ფართობად 11875.22 კვ.მ-ის ნაცვლად 11908.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 62022.36 კვ.მ-ის ნაცვლად 62100.91 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს ასევე, სურს სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანებაში ტექნიკური ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 175.5 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფართობები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ფართობები არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები არ იცვლება აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ამასთან, დგინდება, რომ 0.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს 12 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 175.65 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7231436 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7231436 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 30821.6 კვ.მ., საოფისე ფართობად 448.2 კვ.მ., კომერციულ ფართობად 2784.41 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 8171.66 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 7406.43 კვ.მ., დამხმარე ფართობად 560.41 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 11908.2 კვ.მ., საერთო ფართობად 62100.91 კვ.მ. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 175.5 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7231436 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების არქიტექტურული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7231436 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №7231436 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 February 2025Decision7369078 - Granted
  3. 29 January 2025Files uploaded

Documents

Other files1

  • gegmebi---gasworebuli fartebit---29.01.2025.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal