ქალაქი თბილისი , კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N31ა
Decision
- Decision number
- 7392726
- Decision date
- 27 February 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მამუკა ხავთასი
- Developer (company ID)
- 400287140
Parcel
- Cadastral code
- 01.16.05.003.002
- Owner
- შპს "ეიმ რუსთავი" (400287140)
- Area
- 632 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026
Plots and zoning
- 01.16.05.003.002Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11076658
- Status
- Approved
- Registered
- 6 February 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 February 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 06 თებერვალს №AR11076658 და №AR11076644 განცხადებებით მომართა მამუკა ხავთასმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 და 2024 წლის 15 მარტის №6935022 ბრძანებებში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანებით შეთანხმდა №01.16.05.003.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 23 იანვრიდან 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს თეძამი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202906294). სამსახურის 2024 წლის 15 მარტის №6935022 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. აქვე, სამსახური განმარტავს, რომ სამსახურის 2024 წლის 15 მარტის №6935022 ბრძანება წარმოადგენს სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანების განუყოფელ ნაწილს და განიხილება აღნიშნულ ბრძანებასთან ერთად. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 და 2024 წლის 15 მარტის №6935022 ბრძანებებში ცვლილების შეტანას კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - შპს თეძამის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202906294) ნაცვლად ახალი მესაკუთრის - შპს ეიმ რუსთავის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400287140) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882025081917; მომზადების თარიღი: 03/02/2025 წ.), №01.16.05.003.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ეიმ რუსთავი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400287140). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B25013656; მომზადების თარიღი: 04/02/2025 წ.), შპს ეიმ რუსთავის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400287140) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მამუკა ხავთასი. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.16.05.003.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ეიმ რუსთავი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400287140), რომლის დირექტორიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს ეიმ რუსთავის დაფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანებაში და დამკვეთად შპს თეძამის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202906294) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს ეიმ რუსთავი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400287140). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №6849811 და 2024 წლის 15 მარტის №6935022 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 27 February 2025Decision7392726 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal