ქალაქი თბილისი, ინტერნატის ქუჩა, N 20
Decision
- Decision number
- 7390501
- Decision date
- 25 February 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნუკრი ქობალია
- Developer (company ID)
- 406305190
Parcel
- Cadastral code
- 01.12.14.093.065
- Owner
- შპს "იქს ლაინ" (406305190)
- Area
- 600 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.12.14.093.065Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11078459
- Status
- Approved
- Registered
- 18 February 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 February 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7196813 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 18 თებერვლის №AR11078459 განცხადებით მომართა ნუკრი ქობალიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7196813 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 19 ივნისის № 7090022 ბრძანებით №01.12.14.093.065 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7196813 ბრძანებით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, შეთანხმდა ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 30 აგვისტოდან 2026 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7196813 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლი“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 19 ივნისის № 7090022 ბრძანებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცდა ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. შესაბამისად, მის საფუძველზე გამოცემულ სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7196813 ბრძანებაშიც, საპროექტო ობიექტად უნდა დაფიქსირებულიყო ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, 2024 წლის 26 ივნისის №AR11044402 განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნით და საპროექტო დოკუმენტაციით (მათ შორის, გენ-გეგმით, გეგმებით, ჭრილებით და ა.შ) დგინდება, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი იყო ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7196813 ბრძანებით, თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო აღნიშნულ ბრძანებაში საპროექტო ობიექტად „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“ არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7196813 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს №01.12.14.093.065 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ორი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7196813 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 აგვისტოს №7196813 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 February 2025Decision7390501 - Granted
- 18 February 2025Files uploaded
Documents
Consents and orders1
- შეთანხმებული ბრძანება და შუალედური მოთხოვნა.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal