ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 27
Decision
- Decision number
- 7394996
- Decision date
- 28 February 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კონსტანტინე დგებუაძე
- Developer (company ID)
- 400298165
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.036.519
- Owner
- ლევან გუჩუა (P/N: *********18)
- Area
- 839 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.036.519Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11078460
- Status
- Approved
- Registered
- 18 February 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 February 2025City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 18 თებერვალს №AR11078460 განცხადებით მომართა კონსტანტინე დგებუაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებით №01.72.14.036.519 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №6999106 ბრძანებით ზემოაღნიშნული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის აპრილიდან 2024 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 08 ნოემბრის №7279832 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 1311.16 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 198.25 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 242.06 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 1734.21 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებით შეთანხმებული ±0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა №AR11064503 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულის გეგმით. სამსახურის 2024 წლის 25 ნოემბრის №7297103 ბრძანებით კვლავ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 1293.9 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებაში ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 145.75 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს 10 ღია ავტოსადგომი და მათი ჯამური ფართობი შეადგენს 145.75 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 145.75 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6943403, 2024 წლის 08 ნოემბრის №7279832 და 2024 წლის 25 ნოემბრის №7297103 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 February 2025Decision7394996 - Granted
- 26 February 2025City answer
- 26 February 2025Files uploaded
- 18 February 2025Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal