OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვის დასაწყისში, , ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ, (ნაკვ. 5/8)

AR1107942New constructionOther use7 February 2013- Samgori
Sign in to follow

Decision

Decision number
537102
Decision date
18 February 2013
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
სოსო აბჟანდაძე
Developer (company ID)
211361300

People

  • Chief architect
    Name
    გიორგი ბენდელიანი

The people the applicant named in the application form.

Parcel

Cadastral code
01.17.11.005.020
Owner
შპს "აბსო" (211361300)
Area
7,440 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1107942
Status
Not reviewed
Registered
7 February 2013
Type
New construction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
11 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 February 2013City answer

    თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საკითხი დაყენებულია არასწორად და შესაბამისად განცხადებაც რეგისტრირებულია არასწორი ნომენკლატურით. გამომდინარე აქედან, სამსახური მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს თქვენი მოთხვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით განგიმარტავთ შემდეგს: საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემა დარეგულირებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ №57 დადგენილებით, რომლის თანახმადაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) – არა უმეტეს 15 დღისა, V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – არა უმეტეს 30 დღისა; II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში - არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) – არა უმეტეს 20 დღისა; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – არა უმეტეს 10 დღისა. ხსენებული დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად და ამათგან, მხოლოდ I კლასის შენობა-ნაგებობები არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. ყველა სხვა შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ნებართვის მიღება, რომელიც ახალი მშენებლობის, მათ შორის დროებითი ტიპი/სტატუსის შენობა-ნაგებობებისთვის იწყება I სტადიის გავლით - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებით. აღნიშნული დადგენილება წეიდან გამონაკლსის ამ ნაწილში არ ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით შენობა აღემატება I კლასის შენობის მახასიათებლებს (60 მ²‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა), საჭიროა საკითხი დააყენოთ I სტადიის ნებართვის მიღებაზე: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები -> მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაზეც დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა.

    Show more
  2. 18 February 2013Decision537102
  3. 7 February 2013Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal