ქალაქი თბილისი , დასახლება ვარკეთილი 3 , მიკრო/რაიონი IV , მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ვარკეთილი 2-სა და , ვაზისუბნის საცხოვრებელ რაიონს , შორის (ნაკვეთი 14/174)
Decision
- Decision number
- 7401646
- Decision date
- 6 March 2025
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კობა მოდრეკილაძე
- Developer (company ID)
- 406371411
Parcel
- Cadastral code
- 01.19.36.016.011
- Owner
- ლალი მარგიანი (P/N: *********88)
- Area
- 7,803 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.19.36.016.011Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR11079587
- Status
- Approved
- Registered
- 26 February 2025
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 March 2025City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2025 წლის 26 თებერვალს №AR11079587 განცხადებით მომართა კობა მოდრეკილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებით №01.19.36.016.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 30 დეკემბრიდან 2028 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №7384693 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 177.2 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატა გამორჩენილი ავტოსადგომის 3304.7 კვ.მ. ფართობი. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 16273.3 კვ.მ., საოფისე ფართობად - 917.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 4459.4 კვ.მ., საერთო ფართობად - 29009.3 კვ.მ განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად 3304.7 კვ.მ-ის ნაცვლად 4127.4 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 29009.3 კვ.მ-ის ნაცვლად 31060.6 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ავტოსადგომის ფართობი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომისა და შესაბამისად საერთო ფართობები, არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, +0.10 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება აღნიშნული ნიშნულის გეგმაზე ტექნიკური შეცდომების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 4127.4 კვ.მ., საერთო ფართობად - 31060.6 კვ.მ. 2. სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანებით შეთანხმებული +0.10 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა (სამსახურის 2025 წლის 19 თებერვლის №7384693 ბრძანების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №7338239 და 2025 წლის 19 თებერვლის №7384693 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 6 March 2025Decision7401646 - Granted
- 26 February 2025Files uploaded
Documents
Other files1
- ტარ.ტექ.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal